პარი სენ ჟერმენმა მეოთხედფინალი გაინაღდა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე პარი სენ ჟერმენმა 29-21 მოუგო გერმანიის ფლენზბურგს, A ჯგუფში პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხდფინალში გასვლა გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა.
კაცები. 12 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-12/1113340
B ჯგუფში პირველობისთვის შარშანდელ ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს დარჩენილ 2 მატჩში 2 ქულის აღება ყოფნის. რაც შეეხება მერვედფინალს, A და B ჯგუფებიდან მისი საგზურები უკვე 8 გუნდმა მოიპოვა . თითო დარჩენილი ადგილისთვის იბრძოლებენ ვისლა-ზაგრები-კრისტიანსტადი და ბრესტი-ოლბორგი-ცელიე. ორ მერვედფინალისტს გამოავლენს C და D ჯგუფების გამარჯვებულთა პლეიოფი, რომლის პირველი მატჩებიც შემდეგ შაბათსაა. გიორგი ცხოვრებაძის კლუბი, მონპელიე სტუმრად ეთამაშება ესპანეთის ლეონს, ხოლო მეორე წყვილია მოტორი-სკიერნი. მომდევნო უქმეებზეა ასევე კაცების მე-13 და ქალთა ტურნირის მე-8 რაუნდები.
ქალთა ლიგის 2016 წლის ჩემპიონმა და წლევანდელი სეზონის მთავარმა ფავoრიტმა, CSM ბუკურეშტიმ უკვე საგაისო გეგმები გამოაცხადა – კლუბს დატოვებს ორი მსოფლიო ჩემპიონი: სორინა ეგლონი და ნიოსნიენ ნიომბლა საფრანგეთის ლიგაში ბრუნდებიან, ხოლო მათ ნაცვლად რუმინული კლუბი დაიმატებს სკოპიეს ვარდარის სამეულს – იოვანკა რადიჩევიჩს, ანდრეა ლეკიჩსა და დრაგანა ცვიიჩს.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი
12 ტური, 17-18 თებერვალი
A ჯგუფი: ვარდარი 20 – ნანტი 17, ბარსელონა 16, რაინ–ნეკარი 14, სეგედი 11, ვისლა 6 – ზაგრები 6, კრისტიანსტადი 6
ბარსელონა (ესპ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 28-27
დოლენეცი 6, ენტრერიოსი 5 – დე ტოლედო, რაკოტეა 5
ზაგრები (ხორ) – ნანტი (საფ) 23-22
პავლოვიჩი 7 – გურბინდო 5, კლერი 4
ვარდარ სკოპიე (მკდ) – სეგედი (უნგ) 34-30
დიბიროვი 11, ცინდრიჩი 6 – შრშენი 6
რაინ ნეკარი (გერ) – კრისტიანსტადი (შვდ) 32-29
მენსა, რადივოევიჩი, შმიდი 5 – გუდმუნდსონი 9, ლაგერგრენი 7
—
B ჯგუფი: პსჟ 22 – ვესპრემი 15, ფლენზბურგი 15, კილი 15, კელცე 11, მეშკოვ ბრესტი 8 – ოლბორგი 5, ცელიე 5
კელცე (პოლ) – ცელიე (სლნ) 37-31
შტრლეკი 6, ლიევსკი 5 – ანიჩი 6, მლაკარი 5
პსჟ (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 29-21
გენსჰაიმერი, ნ. კარაბატიჩი 5 – მაე, როდი 6
ვესპრემი (უნგ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 34-22
ოლბორგი (დან) – კილი (გერ) 20-27
ელებეკი 7 – ეკბერგი 7, ბილიკი 6, ვინჩეკი 4
A, B: პირველი ადგილები – მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
13 ტური: 24-25 თებერვალი
—
C და D ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად:
ლეონი (ესპ) – მონპელიე (საფ), მოტორი (უკრ) – სკიერნი (დან): 24 თებერვალი – 04 მარტი