ოქროს ვერძი პრომეთესთან დამარცხდა  

სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხელბურთში. ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ფოთის ოქროს ვერძი 9-16 დამარცხდა წყალტუბოს პრომეთესთან, ხოლო აჭარისა და სამტრედიის გუნდებმა ფრედ, 13-13 ითამაშეს. 

17-17 ქულით წინაა ორი თბილისური გუნდი, ქარიშხალა და მამული. ფოთს 13 ქულა და ორი მატჩი ჰქონდა მარაგში, მაგრამ ლიდერთა დაწევის შანსი ვერ გამოიყენა. წყალტუბოს გუნდის ლიდერმა, ჯულია ჩირგაძემ 9 გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა სოლიდური სხვაობით, 16-9 მოიგო.

ხვალ ფოთი ეთამაშება სამტრედიას, წყალტუბო – აჭარას. ჩემპიონი გაირკვევა დასკვნითი, საერთო ტურის შემდეგ რვავე გუნდის მონაწილეობით, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. დასავლეთი, 8-10 მატჩები. სენაკი

26 აპრილი

აჭარა – სამტრედია 13-13

ფოთი-წყალტუბო 9-16

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

მამული——10—8—1—1–226-147–17

ქარიშხალა–10—8—1—1–236-176–17

ფოთი———9—6—1—2–145-131–13

წყალტუბო—9—5—0—4–123-141–10

სამტრედია—9—2—4—3–135-145—8

აჭარა———-9—2—2—5–112-138—6

პეგასი——–10—1—1—8–132-199—3

ყვარელი—–10—1—0—9–155-187—2

27 აპრილი

13:00 წყალტუბო – აჭარა

14:30 სამტრედია – ფოთი

15-18 მაისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები

Leave a Reply