ოქროს ვერძი დაწინაურდა
შაბათ-კვირას თბილისსა და სენაკში გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა შორის.
სენაკში მთავარი მატჩი გაიმართა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ აჭარის გუნდსა და წინა ორი პირველობის გამარჯვებულ ფოთის ოქროს ვერძს შორის. ფოთელებმა 21-16 მოიგეს და 8 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდნენ.
თბილისში წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა, ქარიშხალამ ფრედ ითამაშა ყვარელთნ, 21-21, რის შემდეგაც ორივე გუნდს 5-5 ქულა დაუგროვდა.
ჩემპიონატი გაგრძელდება 26 და 27 ოქტომბერს, ხოლო გამარჯვებული გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 17 წ
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი – ქარიშხალა 18-19
პეგასი – მამული 26-19
ქარიშხალა – ყვარელი 21-21
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი
14 ოქტომბერი, სენაკი
წყალტუბო – ბსბ ბათუმი 12-12
სამტრედია – აჭარა 12-23
ფოთი – ბსბ ბათუმი 16-9
სამტრედია – წყალტუბო 16-10
აჭარა – ფოთი 16-21
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა, ი. ჭკუასელი
მომდევნო მატჩები: 26 და 27 ოქტომბერს
—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
ფოთი———-4—4—0—0—75-48—8
აჭარა———-4—3—0—1—84-53—6
ყვარელი——3—2—1—0—49-33—5
ქარიშხალა—-3—2—1—0—70-60—5
სამტრედია—4—2—0—2—64-61—-4
პეგასი———3—1—0—2—52-49—-2
წყალტუბო—-4—0—1—3—44-73—1
ბათუმი——–4—0—1—3—35-67—1
მამული——-3—0—0—-3—44-73—0