ოლიმპია მეოთხე ადგილზეა
თბილისის ოლიმპიამ მეორე მატჩიც მოუგო ბაქოს განჯლარ ბირლიის, 30-27 და საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატზე, სადაც ხუთი აზერბაიჯანული და ერთი ქართული კლუბი თამაშობს, მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო თამაშები 10 და 11 იანვარს გვაქვს თბილისში, ბაქოს აზერიოლთან.
გუშინდელი მატჩისგან განსხვავებით, ოლიმპიას მწვრთნელებმა ძირითადად გოგონათა ნაკრების, 17-წლამდელი ხელბურთელები ათამაშეს და ბრძოლაც უფრო დაძაბული გამოდგა. ტაიმი 15-15 მორჩა და მერეც, კარგა ხანს, სხვაობა პატარა იყო. ჩვენების ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, ქიტესაშვილი მხოლოდ დროდადრო, საჭირო მომენტებში ეშველებოდა ხოლმე გუნდს. ბოლო ათ წუთში 4 ბურთით დავწინაურდით, მაგრამ ბაქოელებმა ისევ დაიყვანეს სხვაობა ორამდე და გადამწყვეტი აღმოჩნდა მომენტი, როდესაც სირენამდე სამწუთნახევრით ადრე მეკარე ჩავჩიძემ აბდულაევას ერთი-ერთზე გასვლა მოიგერია, შემდეგ ორ შეტევაში კი ანა ჩხაიძემ და გოგიამ სწრაფი გარღვევებით აღადგინეს ოთხბურთიანი სხვაობა, ჯამში კი 30-27 მოვიგეთ, ქულებით გავასწარით იდმან აკადემიას და მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ.
ოლიმპიაში 8 გოლი გაიტანა ჯგერენაიამ, ხოლო ხაზის მოთამაშე თეთრაშვილმა 6 დარტყმულიდან 6 გლი შეაგდო და 3 შვიდმეტრიანიც დაიმსახურა. მომდევნო ექვს მატჩს, იანვარსა და თებერვალში ოლიმპია ისევ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სეზონს კი გაზაფხულზე, 6 გასვლითი მატჩით დავასრულებთ ბაქოში.
ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19
21 დეკემბერი. თბილისი, ოლიმპიური სასახლე
ოლიმპია თბილისი – განჯლარ ბირლიი ბაქო 30-27
ოლ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე – ჯგერენაია 8, თეთრაშვილი 6, ა. ჩხაიძე 4, გოგია 4, ქიტესაშვილი 3, დვალიშვილი 2, ქ. ცინცაძე 1, ე. ჩხაიძე 1, მ. ცინცაძე 1, კორძაია, ბჟალავა, იაშვილი, მაჭარაშვილი, ქებაძე
გან: ტერიაევა, ჰუსეინოვა – ობუხოვა 9, აბდულაევა 5, ალიევა 5, ბაირამოვა 4, აღაევა 1, მამადხანოვა 1, გულიევა 1, მამადოვა 1, რზაევა, იბრაჰიმოვა, ჯაფარლი, ეივაზოვა
მსაჯები: ე. ამიროვი – ს. აბასოვა, დელეგატი: ლ. გელაშვილი
————————-თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ
აზერსუ—————-8—7—0—1–289-170–14
აზერიოლი————7—6—0—1–227-138–12
ყარაბაღი————–8—5—0—3–254-191–10
ოლიმპია————–8—3—1—4–201-260—7
იდმან აკადემიასი—8—2—1—5–200-257—5
განჯლარ ბირლიი—9—0—0—9–189-354—0
წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – 7 ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27 – 25 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი – აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ – იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი – ყარაბაღი 22-44 – 6 ნოე. აზერიოლი – იდმან აკადემიასი 38-18 – 10 ნოე. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 40-13 – 14 ნოე. ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 38-20 – 24 ნოე. აზერსუ – განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი – 8 დეკ. განჯლარ ბირლიი – იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი – აზერსუ 26-22, ყარაბაღი – ოლიმპია 33-23 – 9 დეკ. ყარაბაღი – ოლიმპია 42-18 – 20 დეკ. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 37-28 – 21 დეკ. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 30-27
9-10 ტური, 10-11 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერიოლი
11-12 ტური, 24-25 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერსუ
13-14 ტური, 7-8 თებერვალი. თბილისი. ოლიმპია – ყარაბაღი
15-16 ტური, 23-24 თებერვალი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია თბილისი
17-18 ტური.16-17 მარტი. ბაქო. იდმან აკადემია – ოლიმპია თბილისი
19-20 ტური, 20-21 აპრილი. ბაქო. განჯლარ ბირლიი – ოლიმპია თბილისი