ოლიმპიას პირველი ფრე
საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში თბილისის ოლიმპიამ უდრამატულესი მატჩის დაბოლოებაში აჯობა ბაქოს იდმან აკადემიას და ბოლო წამზე ანგარიში გაუთანაბრა – 24-24. ხვალ, 13 საათზე, გუნდები კიდევ ერთხელ ითამაშებენ სპორტკომპლექს არენაში.
თამაში: https://youtu.be/eMRAqdEg8Mc
პირველ ტაიმში ქართული კლუბi 4-1 დაწინაურdა, მერე 4-5 ჩამორჩა და ტაიმის ბოლომდე სხვაობა ერთ ბურთზე მეტი აღარ ყოფილა. ბოლო წამზე ბაქოელმა მადინა მუსაევამ პირდაპირ 9-მეტრიანიდან გაათანაბრა, 11-11.
მაგრამ შესვენების შემდეგ გამოიკვეთა აზერბაიჯანელთა უპირატესობა. ადმან აკადემიასის, ანუ სპორტის აკადემიის გუნდს უნარიანად უძღვებოდა 37 წლის იულია დერიაბინა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა და საგოლე პასებიც ბევრი დაარიგა. ოლიმპიაში საუკეთესო იყო თინათინ ქიტესაშვილი 11 გოლით.
დასრულებამდე 2 წუთით ადრე მდგომარეობა კრიტიკული იყო – 20-23 ვაგებდით. თამთა თეთრაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ბექა ორჯონიკიძისა და ანდრეი პორტნოის ტაიმაუტის შემდეგ გუნდი პრესინგზე გადავიდა და ბაქოელები დაიბნენ. ანა ჩხაიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო ნენო ჯგერენაიამ გაათანაბრა – 23-23.
დარჩენილ დროში ორჯერ ამოქმედდა ბოლო 30 წამის წესი: ჯერ მუსაევამ გაიტანა შვიდმეტრიანი; ბოლო შეტევისთვის ჩენებს 12 წამი ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ ახლა უკვე აზერბაიჯანელებმა იუხეშეს მარიამ ცინცაძის წინააღმდეგ, ნენო ჯგერენაიამ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა და დროც ამოიწურა – 24-24.
საქართველო-აზერბაიჯანის ქალთ ჩემპიონატში 5 აზერბაიჯანული და ერთ ქართული კლუბი მონაწილეობს. სულ, აპრილის ბოლომდე, ოთხწრიან ტურნირში, გუნდები 20-20 მატჩს გამართავენ.
ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19
25 ოქტომბერი. თბილისი, არენა 2
ოლიმპია თბილისი – იდმან აკადემიასი (აზე) 24-24
ოლი: ჯავახია, ჯიქურაშვილი – ქიტესაშვილი 11, ა. ჩხაიძე 4, ჯგერენაია 4, ე. ჩხაიძე 3, შახულოვი 1, თეთრაშვილი 1, ჩირგაძე, გოგია, იაშვილი, მ. ცინცაძე, ქებაძე, დვალიშვილი, კორძაია, სურგულაძე – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი
იდმ: სალამოვა, აბუშევა – დერიაბინა 7, მუსაევა 5, ალიევა 5, გრაბოვსკაია 4, ჰუსეინოვა 3, ფატკინა, შუბინა, ნაზაროვა, აგაბეკოვა, გულიევა – მწვ. მამადოვი, ვაჰაბზადე, ნოვრუზოვი
მსაჯები: ფამილ გასიმოვი, ელდარ ამიროვი (აზე), დელეგატი: ლევან გელაშვილი
წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – 7 ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27
———————–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
აზერსუ————–4—4—0—0–159-86—8
აზერიოლი———-3—2—0—1—97-66—4
იდმან აკადემიასი–3—1—1—1—86-82—3
ყარაბაღი————2—1—0—1—53-52—2
ოლიმპია————-3—0—1—2—62-104–1
განჯლარ ბირლიი–3—0—0—3—64-131–0
26 ოქტ, 13:00. არენა 2. ოლიმპია – იდმან აკადემიასი
გიგა გურასაშვილის ფოტო