ოლიმპიამ მოიგო და მეოთხე ადგილზე დაასრულა

საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის ბოლო ტურში, თბილისის ოლიმპიამ 31-14 დაამარცხა ბაქოს განჯლარ ბირლიი და შეჯიბრება მეოთხე ადგილზე დაასრულა. 

ორი ქვეყნის ერთობლივი ჩემპიონატი ამ სეზონში პირველად გაიმართა 5 აზერბეიჯანული და ერთი ქართული გუნდის მონაწილეობით. ჩვენს მეზობელ ქვეყანას ქალთა ხელბურთში დიდი ტრადიციები აქვს და ამჟამადაც ჰყავს 3 ძლიერი გუნდი, რომლებშიც ბევრი უცხოელი თამაშობს – რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, მაკედონიელები… 

ოლიმპია სპეციალურად ამ ტურნირზე სათამაშოდ შეიქმნა და საქართველოს სხვადასხვა ნაკრებების ხელბურთელებით დაკომპლექტდა. ძირითად ბირთვს შეადგენდნენ 17-წლამდელთა ნაკრების გოგონები, რომლებსაც 3-10 აგვისტოს, თბილისში ევროპის ჩემპიონატი აქვთ სათამაშო. გარდა ამისა, ჩვენს 19-წლამდელთა გუნდს 13-21 ივლისს კლაიპედაში (ლიტვა) აქვს ევროპის ჩემპიონატი. ოლიმპია სწორედ ამ ორი ნაკრების მოთამაშეებისგან შედგებოდა და დამატებული ჰყავდა ეროვნული გუნდის სამი წევრი, რომლებიც 20 წლის არიან.

ოლიმპიამ სამივე თამაში მოუგო აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებს, რომელიც ტურნირზე განჯლარ ბირლიის სახელით გამოდიოდა, თანაბრად გაეყარა აზერბაიჯანის სპორტის აკადემიას (მოგება, ფრე, წაგება), ფავორიტებთან, აზერიოლთან, აზერსუსთან და ყარაბაღთან კი დამარცხდა, თუმცა, დიდი პრაქტიკა მიიღო ასაკით უფროსი და ძალიან გამოცდილი ქალთა გუნდების წინააღმდეგ თამაშით.

ჩემპიონი გახდა აზერიოლი, რომელმაც პირად მატჩებში ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა აზერბაიჯანის შარშანდელ ჩემპიონ აზერსუს, რომელიც აზერბაიჯანის თასის ფინალშიც დაამარცხა და ორივე ტიტული დაისაკუთრა. მესამე ადგილზე გავიდა ყარაბაღი, მეოთხეზე – ოლიმპია, შემდგეგ – იდმან აკადემიასი და განჯლარ ბირლიი. ოლიმპიამ დაგეგმილი ოცის ნაცვლად 16 მატჩი ითამაშა, რადგანაც სეზონის ბოლოს ყარაბაღი თბილისში არ ჩამოვიდა, და, ცხადია, ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალა, ასევე არ გაიმართა თითო მატჩი იდმან აკადემიასთან და განჯლარ ბირლიისთან.

ქალთა ხელბურთში ახლა შინაური შეჯიბრებების დროა. 5-8 მაისს, თბილისში დასრულდება 17-წლამდელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო 22-23 მაისს აქვე გაიმართება ქალთა ეროვნული პირველობის დასკვნითი სტადია, ფინალური ოთხეული. ამის შემდეგ  გოგონათა ორი, 17 და 19-წლამდელთა ნაკრები საბოლოოდ დაკომპლექტდება და განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატებისთვის.

ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19

27 აპრილი. ბაქო. აბუ არენა

განჯლარ ბირლიი (ბაქო) – ოლიმპია (თბილისი) 14-31

გან: ტერიაევა, ჰუსეინოვა – რზაევა 4, აღაევა 3, ბაირამოვა 2, ობუხოვა 2, იაჰიაევა 2, იბრაჰიმოვა 1, გულიევა, ალიევა, აბდულაევა, სულეიმანოვა, მამადხანოვა, ბაბაევა, ეივაზოვა, ჯაფარლი – მწვ. კოროტკიი, ნამალიევა

ოლიმპია: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – ქიტესაშვილი 10, ჯგერენაია 6, ა. ჩხაიძე 5,  ქ. ცინცაძე 4, გოგია 2, დვალიშვილი 2, ე. ჩხაიძე 1, ბურკაძე 1, კორძაია, იაშვილი, ბჟალავა, სურგულაძე, ქებაძე, მ. ცინცაძე – მწვ. ჟვანია, ჭკუასელი

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ვ. ალიევი

26 აპრილი. ბაქო. აბუ არენა. იდმან აკადემიიასი – ოლიმპია 32-26

იდმ: სალამოვა, აბუშევა – დერიაბინა 8, ვალიევა 8, მუსაევა 7, გრაბოვსკაია 5, ნაზაროვა 3, გულიევა 1, ალიევა, ჰუსეინოვა, ფატკინა, შუბინა, ბაირამოვა – მწვ. მამედოვი

ოლიმპია: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – ჯგერენაია 10, ქიტესაშვილი 5, გოგია 4, ა. ჩხაიძე 3, დვალიშვილი 3, ბურკაძე 1, ქ. ცინცაძე, ე. ჩხაიძე, კორძაია, იაშვილი, ბჟალავა, სურგულაძე, მ. ცინცაძე, მაჭარაშვილი

მსაჯები: ე. ამიროვი – ფ. გასიმოვი, დელეგატი: ლ. მარგიანი

    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  

 

 

 

 

 

 

 

ყველა მატჩი:

აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, 40-13, 33-20, 53-26

ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, 38-20, 36-29, 33-28

აზერსუ – ოლიმპია 46-17, 34-21, 43-21, 40-17 

აზერსუ – განჯლარ ბირლიი 51-21, 40-15, 48-23, 49-23

აზერიოლი – ყარაბაღი 26-20, 26-19, 26-24, 26-23

ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24, 31-26, 26-32

იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, 32-20, 37-31, 35-28

აზერიოლი – აზერსუ 27-28, 26-22, 21-25, 30-25

ყარაბაღი – ოლიმპია 33-23, 42-18, 0-10, 0-10

აზერსუ – ყარაბაღი 30-25, 28-25, 25-24, 30-29

აზერიოლი – იდმან აკადემიასი 38-18, 39-27, 38-23, 40-27

ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 37-28, 30-27, 31-14

აზერსუ – იდმან აკადემიასი 38-18, 37-25, 47-17, 36-23

ყარაბაღი – განჯლარ ბირლიი 44-22, 37-19, 48-23

ოლიმპია – აზერიოლი 21-33, 22-31, 18-41, 22-34

Leave a Reply