ოთხშაბათს მთავარი მატჩია

სპორტკომპლექს არენაში მამულმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა იმედი – 22:20, ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის.

 

ორივე გუნდი მესამე, ჯგუფიდან გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის. პირველ ტაიმში იმედმა იმდენი ბურთი ვერ გაიტანა, ბარემ სამ თამაშს ეყოფოდა. მამული დაწინაურდა – 13:8.

 

მეორეში სხვაობა 6 ბურთამდე ავიდა, მაგრამ მამულისთვის კინაღამ საბედისწერო გამოდგა ორი ორწუთიანი გაძევება. იმედმა თითოეული რიცხობრივი მეტობისას 2–2 გოლი გაიტანა, მეტოქეს კვალში ჩაუდგა და დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, გუნდის ლიდერმა, ხაზეინ რუსტამოვმა ბოლოსდაბოლოს გაათანაბრა ანგარიში – 20:20.

 

თუმცა, მატჩის მიწურულს მამულის შუამარბმა ლექსო სხვიტარიძემ მაინც მოახერხა კიდევ ორი გოლის გატანა – 22:20.

 

ოთხშაბათს, 16:15, სპორტკომპლექს არენაში ტურის მთავარი მატჩია. შარშანდელი ჩემპიონი ქარიშხალა პეგასს ეთამაშება. ორივე გუნდი 8–8 ქულით ლიდერობს.

 

(ფოტო: მამული წუთშესვენებაზე)

 

 

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

 

თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)

 

პირველი ტური, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი

 

მეოთხე დღე, 1 ოქტომბერი

 

პეგასი – შევარდენი 27:7

 

პეგ: ზურაბიშვილი. მჟავანაძე, მაისურაძე 8, ვიბლიანი 6, ცხოვრებაძე 6, გაწერელია 3, ნაზღაიძე 2, ხვადაგიანი 1, ბაბუციძე 1, კაჭკაჭაშვილი, ზარნაძე, გოგავა, ბოლქვაძე, ალბუთაშვილი, კალანდაძე, მამაგეიშვილი

 

შევ: კოპალიანი, მეძმარიაშვილი 3, ბაზანოვი 2, გიგაური 1, თიგიშვილი 1, მარტიაშვილი, მესხიშვილი, მიჩილაშვილი, ინანიშვილი, აგაჯანოვი, ბულია, შაქარაშვილი, დოლიძე, გოროზია, სადირინი

 

მამული – იმედი 22:20

 

მამ: დავითაშვილი, სხვიტარიძე 8, კორაშვილი 6, ისმაილოვი 5, შევჩენკო 3, წულიაშვილი, ლაგვილავა, ტალახაძე, თოდუა, ძაგანია, გეჯაძე, ცხვეტიანი

 

იმე: ხორავა, რიკაშვილი, რუსტამოვი 10, ჰუსეინოვი 5, იობაშვილი 2, ბაინაზაშვილი 1, მიქავა 1, სანღულაშვილი 1, სალუქვაძე, დვალიძე, ხარაიშვილი, მღებრიშვილი, ხარძიანი, თურქაძე, აბრამიძე, მელაშვილი

 

ქარიშხალა – ქარელი 20:1

 

ქარიშ: ფარესიშვილი. უნდიაშვილი 6, აროშიძე 5, ჩიხლაძე 3, კბილაშვილი 2, ფხაკაძე 1, კვირკელია 1, ბულბულაშვილი 1, მამულაშვილი 1, არსენიშვილი, ჭინჭარაძე, ფერაძე, გოგუა, წიკლაური, ხანდომიშვილი

 

ქარელი: ცერცვაძე, ნანოშვილი 1, მეარაყიშვილი, გონგლიაშვილი. მეტრეველი, ელბაქიძე, ლომიტაშვილი, გოგიჩაშვილი, კოშკაძე, ასკაროვი, კურტანიძე

 

მსაჯები: ელენე არაბული, გაგა სამყურაშვილი

 

მდგომარეობა: პეგასი, ქარიშხალა – 8 ქულა, მამული 4, იმედი, შევარდენი – 2, ქარელი – 0

 

მეხუთე დღე. 2 ოქტომბერი, ოთხშაბათი – სპორტკომპლექსი არენა

15:00 მამული – შევარდენი

16:15 ქარიშხალა – პეგასი

17:15 ქარელი – იმედი

 

მეორე ტური – 1-6 დეკემბერს, თბილისში

 

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში

 

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი

 

 

ხილეთ ასევე ჩვენი ფეისბუკი

https://www.facebook.com/GEONHF

 

Leave a Reply