ოთხეული პორტუგალიამ დაალაგა

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პარასკევს ითამაშებენ ნორვეგია-ხორვატია, ესპანეთი-სლოვენია. ბოლო ნახევარფინალისტი გახდა სლოვენიის ნაკრები. ფინალი კვირასაა სტოკჰოლმში. 

გუშინ 6 მატჩი იყო, მაგრამ პირველი 2 თამაშის შემდეგ თითქმის ყველაფერი გაირკვა. ნახევარფინალში გასასვლელად უნგრეთს მოგება სჭირდებოდა პორტუგალიასთან და ასე რომ მომხდარიყო, სლოვენიას ნორვეგია ეყოლებოდა დასამარცხებელი. მაგრამ, არანაკლები მოტივაცია ჰქონდა პორტუგალიას – მოგების შეთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურს ინაღდებდა. პორტუგალიამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა 34-26 და სლოვენია ნახევარფინალში გაიყვანა, უნგრეთმა კი მეორე კი არა, ჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილებიც დაკარგა და მეხუთეზე დარჩა.  

პირველ ჯგუფში ესპანეთი-და ხორვატია თამაშობდნენ პირველი ადგილისთვის. წაგება და ნახევარფინალში ნორვეგიასთან შეხვედრა არცერთს უნდოდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი თანდათან დაწინაურდა: 21-16, 48-წუთზე, მაგრამ შემდეგ ზედიზედ გაუშვა 6 გოლი და ბოლოსწინა წუთზე დუვნიაკმა წინ ხორვატია გაიყვანა, 22-21. გომესმა შვიდმეტრიანით გაათანაბრა, ხორვატთა ბოლო შეტევა უშედეგო  იყო, ესპანეთს კი 22 წამი დარჩა, მაგრამ შეტევა არც უცდია, რადგანაც ფრეც ჰყოფნიდა პირველობისთვის.

ხორვატია-ესპანეთიhttps://www.youtube.com/watch?v=Oqh9ym8hKEQ

ამის შემდეგ ნორვეგიამ და სლოვენიამ ითამაშეს. ნორვეგიამ ყველა ლიდერი დაასვენა, სლოვენიას მოგებით ჯგუფში პირველობის შანსი ჰქონდა, მაგრამ ისინიც ასვენებდნენ ბომბაჩს, დოლენეცსა და იანცს. ნორვეგია მშვიდად იგებდა ზედიზედ მეშვიდე მატჩს, 56-ე წუთზე შოშტარიჩმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (29-30), მაგრამ ფავორიტმა საქმე ბოლომდე მიიყვანა, 33-30.

2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება სლოვენიამ და პორტუგალიამ მოიპოვეს. თუ სლოვენია ჩემპიონი გახდა და პირდაპირ მიიღო ტოკიოს საგზური, კვალიფიკაციაში მოხვდება ავსტრია, რომელმაც ბოლო წამებზე გაუთანაბრა ანგარიში ბელარუსს (36-36) და ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა.

22 იანვარი. ყველა ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos

5 მოგერიება: https://www.youtube.com/watch?v=ONr3iqh2H1o

5 პასი: https://www.youtube.com/watch?v=ObtO1Aw1jT0

5 დარტყმა: https://www.youtube.com/watch?v=TAinwWn4c8A

დღის მოთამაშეები: https://www.youtube.com/watch?v=yDNmFw5l0sg

ოთხი ნახევარფინალისტიდან ევროპის ჩემპიონი მხოლოდ ესპანეთი ყოფილა, 2018 წელს.  დღეს ჩემპიონატზე დასვენებაა. ფინალური უიკენდის თამაშები პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება სტოკჰოლმში, 35-ათასიან საფეხბურთო TELE 2-არენაზე.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

მთავარი რაუნდი. ბოლო დღე, 22 იანვარი

1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია

ხორვატია – ესპანეთი 22-22

კარაჩიჩი 10, შეგო 9/30 – ა. დუიშებაევი 6

ბელარუსი – ავსტრია 36-36

ვაილუპაუ 12 – ბილიკი 7, ფრიმელი 6

ჩეხეთი – გერმანია 22-26

ბაბაკი 5 – ვებერი 5, ბიტერი 12/33

——————–თ—მ—ფ—წ——–ბ——ქ

ესპანეთი——-5—4—1—0—153-127–9

ხორვატია——5—4—1—0—127-113–9

გერმანია——-5—3—0—2—141-125–6

ავსტრია——–5—1—1—3—139-156–3

ბელარუსი—–5—1—1—3—138-160–3

ჩეხეთი———5—0—0—5—122-139–0

1 ეტაპიდან. ხორვატია – ბელარუსი 31-23, ჩეხეთი – ავსტრია 29-32, ესპანეთი – გერმანია 33-26 

16 იანვარი. ესპანეთი – ჩეხეთი 31-25, ხორვატია – ავსტრია 27-23, ბელარუსი – გერმანია 23-31

18 იანვარი. ბელარუსი – ჩეხეთი 28-25, ესპანეთი – ავსტრია 30-26, ხორვატია – გერმანია 25-24

20 იანვარი. ხორვატია – ჩეხეთი 22-21, ბელარუსი – ესპანეთი 28-37, ავსტრია – გერმანია 22-34

2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი

პორტუგალია-უნგრეთი 34-26

მორეირა 7, არეია 5 – ბალოგი 5, ბანჰიდი 5

ნორვეგია-სლოვენია 33-30

გულიქსენი 7, ტანგენი 5, ოვერიორდეტი 5 – ცეჰტე 5, კოდრინი 5

ისლანდია-შვედეთი 25-32

ელისონი 5, კრისტიანსონი 5 – ა. ნილსონი 7, ტოლბრინგი 5, არნესონი 5

——————–თ—მ—ფ—წ——–ბ——ქ

ნორვეგია——-5—5—0—0—157-135-10

სლოვენია——5—3—0—2—138-132–6

პორტუგალია–5—2—0—3—146-142–4

შვედეთი——-5—2—0—3—-120-122–4

უნგრეთი——-5—2—0—3—126-140–4

ისლანდია——5—1—0—4—126-142–2

1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18

17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25

19 იანვარი. პორტუგალია-ისლანდია 25-28, სლოვენია-უნგრეთი 28-29, ნორვეგია-შვედეთი 23-20

21 იანვარი. პორტუგალია-სლოვენია 24-29, ნორვეგია-ისლანდია 31-28, უნგრეთი-შვედეთი 18-24

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

21:00 ნორვეგია – ხორვატია

23:30 ესპანეთი -სლოვენია

25 იანვარი

19:00. მე-5-6 ადგ. გერმანია – პორტუგალია

21:00 მე-3 ადგილისთვის

26 იანვარი, 19:30, ფინალი

სტატისტიკა. გოლები: საგოსენი, ნორ 51; ვაილუპაუ, ბლრ 47; ბილიკი, ავს 46 – თამაშიდან: ბილიკი 46; საგოსენი 41; კარალეკი ბლრ 37 – 7-მეტრიანი: ვაილუპაუ 20/25; რაიხმანი, გერ 17/20 – პასები: საგოსენი 39; ბილიკი 35; ცაინერი, ავს 29 – გოლი+პასი: საგოსენი  51+39; ბილიკი 46+35: ბოზოვიჩი, ავს 34+26; ზდრაჰალა, ჩეხ 37+23; დაცვა: კარალეკი, ბლრ 12 ბლოკი; ბლაგოტინშეკი, სლნ 10 + 1 ჩაჭრა; ჰორაკი, ჩეხ 10+1; ა. დუიშებაევი, ესპ 10 ჩაჭრა – მეკარეები: კინტანა, პორ 72 მოგერიება; ფერლინი, სლნ 65; მიკლერი, უნგ 63; ბერგერუდი, ნორ 62

Leave a Reply