ნორვეგიის რევანში
ხელბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს იწყება მეორე ჯგუფური ეტაპი, რომელიც ნახევარფინალისტებს გამოავლენს. ამ რაუნდში 4-4 ქულით გავიდნენ დანია და ნორვეგია. დანიამ 33-29 მოუგო ჩეხეთს, ხოლო ნორვეგიამ 23-21 დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი.
C ჯგუფში უნგრეთს 4 ბურთით მოგება სჭირდებოდა მონტენეგროსთან, რათა გარანტირებულად გასულიყო მეორე ეტაპზე და უკვე პირველი ტაიმი მოიგო ხუთით – 11-6. უნგრელთა მეკარემ კინგა იანურიკმა 19 დარტყმა მოიგერია, მისმა გუნდმა საბოლოოდ 21-14 მოიგო, ევროპის 2012 წლის ჩემპიონი კი შინ გაემგზავრა.
დანია და ჩეხეთი იმისთვის თამაშობდნენ, ვინ გავიდოდა მეორე ეტაპზე მაქსიმალური 4 ქულით. ჩეხეთი 43 წუთი იყო წინ, სანამ სტინე იორგენსენმა არ გაათანაბრა (21-21), ხოლო 47-50 წუთებზე დანიამ ზედიზედ გაიტანა 4 გოლი (27-23) და თამაშის ბედი აქ გადაწყვიტა. 33-29.
D ჯგუფში რუმინეთმა იოლად მოუგო ხორვატიას 31-26, მთავარი კი იყო ნორვეგია-რუსეთის მატჩი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ. რუსეთმა 4-0 დაიწყო და ოფტედალმა მხოლოდ 24-ე წუთზე გაათანაბრა, 8-8. მანვე პირველად დააწინაურა ნორვეგია 43-ე წუთზე, 17-16. აქედან მოყოლებული ნორვეგიას მცირე უპირატესობა ქონდა, რომელიც შეინარჩუნა, 23-21 მოიგო და რევანში აიღო ოლიმპიადის ნახევარფინალში წაგებისთვის, რუსეთს კი უქულოდ უწევს მეორე ეტაპის დაწყება.
დღეიდან უკვე მეორე ეტაპი იწყება, სადაც გაცილებით უფრო მკაცრი ფორმატია. ორი ექვსგუნდიან ჯგუფიდან ნახევარფინალში მხოლოდ 2-2 საუკეთესო გავა. ყველა თამაშის ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი
C ჯგუფი. მალმო
5 დეკ. უნგრეთი – ჩეხეთი 22-27, მონტენეგრო – დანია 21-22
7 დეკ. ჩეხეთი – მონტენეგრო 27-28, დანია – უნგრეთი 23-19
9 დეკემბერი
მონტენეგრო – უნგრეთი 14–21
მეჰმედოვიჩი 2 – გორბიცი 5, შაცლი 4, იანურიკი 19/32=59%
დანია – ჩეხეთი 33-29
იორგენსენი 9, ჰანსენი 6 – რუჩკოვა 7, კნედლიკოვა 5
დანია 6 ქულა, ჩეხეთი 2 (+4), უნგრეთი 2 (+2) – მონტენეგრო 2 (-6)
—
D ჯგუფი ჰელსინგბორგი
5 დეკ. რუსეთი – ხორვატია 32-26, ნორვეგია-რუმინეთი 23-21
7 დეკ. რუმინეთი – რუსეთი 22-17, ხორვატია – ნორვეგია 16-34
9 დეკემბერი
რუმინეთი – ხორვატია 31-26
ნიაგუ 10, ბუჩესკი 7 – პენეზიჩი 8, მარიჩი 7
ნორვეგია – რუსეთი 23-21
მორკი, კრისტიანსენი 5, სოლბერგი 14/35=40% – დმიტრიევა, სენი, ვიახირევა 3
ნორვეგია 6, რუმინეთი 4, რუსეთი 2 – ხორვატია 0
—
მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი, გოტენბურგი
შვედეთი 3 ქულა, სერბეთი 3, გერმანია 2, საფრანგეთი 2, ჰოლანდია 2, ესპანეთი 0
შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17
10 დეკემბერი
19:15 სერბეთი-გერმანია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-10-ehf-euro-women-germany-serbia
21:30 შვედეთი-ჰოლანდია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-10-ehf-euro-women-netherlands-sweden
23:45 ესპანეთი-საფრანგეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-10-ehf-euro-women-france-spain
12 დეკ. 19:15 ესპანეთი-გერმანია 21:30 სერბეთი-ჰოლანდია 23:45 შვედეთი-საფრანგეთი
14 დეკ. 19:15 ესპანეთი-ჰოლანდია 21:30 შვედეთი-გერმანია 23:45 სერბეთი-საფრანგეთი
—
2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი
დანია 4, ნორვეგია 4, რუმინეთი 2, ჩეხეთი 2, რუსეთი 0, უნგრეთი 0
ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21
11 დეკ. 19:15 ჩეხეთი-რუსეთი 21:30 უნგრეთი-რუმინეთი 23:45 დანია-ნორვეგია
13 დეკ. 19:15 ჩეხეთი-რუმინეთი 21:30 უნგრეთი-ნორვეგია 23:45 დანია-რუსეთი
14 დეკ. 19:15 უნგრეთი-რუსეთი 21:30 დანია-რუმინეთი 23:45 ჩეხეთი-ნორვეგია
—
ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს