ნორვეგია და დანია ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ
დღეს დასრულდა ოლიმპიური თამაშები ხელბურთში. გუშინ ქალ ხელბურთელთა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ნორვეგიის ნაკრები, რომელმაც ფინალში 29-21 დაამარცხა საფრანგეთი.
პირველი ტაიმი ნორვეგიელებმა ორბურთიანი სხვაობით 15-13 მოიგეს და თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ. ნორვეგიამ ოლიმპიადა 2012 წლის შემდგომ პირველად მოიგო და ჯამში 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს.
მესამე ადგილისთვის მატჩში შვედეთმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია დანიას და პირველი ტაიმის ორი ბურთით წაგების შემდეგ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ დანიელებმა 30-25 იმარჯვეს. დანიამ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად მოიპოვა, ხოლო ამას გარდა მათ სამი ოქრო აქვთ და ბოლო მედალი 2004 წელს ათენში აიღეს.
ოლიმპიადის საუკეთესო მოთამაშეები ქალებში
საუკეთესო მოთამაშე – კატრინე ლუნდე (ნორვეგია)
მარცხენა კუთხე – ემა ფრისი (დანია)
მარცხენა ინსაიდი – ესტელ ნზე მინკო (საფრანგეთი)
გამთამაშებელი – სტინე ოფტედალი (ნორვეგია)
ხაზი – კარი ბრაცეტ დალე (ნორვეგია)
მარჯვენა ინსაიდი – კატრინ კლუბერი (უნგრეთი)
მარჯვენა კუთხე – ალისია ტუბლანკი (საფრანგეთი)
მეკარე – ლაურა გლოსერი (საფრანგეთი)
საუკეთესო ბომბარდირი – ნატალი ჰაგმანი (შვედეთი)
დღეს მამაკაცებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დანია, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად 39-26 დაამარცხა ფინალში გერმანია. დანიამ ოლიმპიური თამაშები მეორედ მოიგო – 2016 წელს ოქრო, 2020 წელს ვერცხლი, 2024 წელს ოქრო. რაც შეეხება გერმანიას, გუნდმა მესამე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე მათ ანგარიშზე თითო ოქრო და ბრინჯაოა.
მესამე ადგილის მატჩში ესპანეთმა მინიმალური სხვაობით 23-22 დაამარცხა ტურნირის აღმოჩენა სლოვენია და ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ბრინჯაოს დაეუფლა.
ოლიმპიადის საუკეთესო მოთამაშეები კაცებში
საუკეთესო მოთამაშე – მატიას გიდსელი (დანია)
მარცხენა კუთხე – დანიელ ფერნანდესი (ესპანეთი)
მარცხენა ინსაიდი – სიმონ პიტლიკი (დანია)
გამთამაშებელი – იური კნორი (გერმანია)
ხაზი – ლუკას იორგენსენი (დანია)
მარჯვენა ინსაიდი – რენარს უსინსი (გერმანია)
მარჯვენა კუთხე – ბაჟ იანცი (სლოვენია)
მეკარე – ნიკლას ლანდინ იაკობსენი (დანია)
საუკეთესო ბომბარდირი – მატიას გიდსელი (დანია)
Photo credits: IHF / Paris 2024