ნორვეგიამ რევანში აიღო, დღეს ნახევარფინალია
დღეს ჰამბურგში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ორი ნახევარფინალია: ნორვეგია-ჰოლანდია, შვედეთი-საფრანგეთი. მთავარ მეოთხედფინალურ მატჩში მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიამ 34-17 გაანადგურა ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი.
მართალია, რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 5 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა, ის მაინც ძალიან ძლიერი გუნდია და ერთადერთი იყო, ვისაც მეოთხედფინალამდე ნათამაშები 6 მატჩიდან ექვსი მოგება ჰქონდა. მაგრამ ნორვეგიელების მოტივაცია, რევანში აეღოთ რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში წაგებისთვის, ძალიან დიდი იყო. ისინი 8-2 იგებდნენ უკვე მე-13 წუთზე და რუსეთმა ერთადერთხელ მოახერხა სხვაობის ორამდე დაყვანა (7-9), თუმცა ტაიმი მაინც 8-15 წააგო, ხოლო უკვე 34-ე წუთზე ანგარიში 19-9 იყო. ნორვეგიის მოგებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეკარე ლუნდემ, გამთამაშებელმა ოფტედალმა და მარჯვენა შუამარბმა მორკმა, რომელიც 51 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ნორვეგია ნახევარფინალში ხვდება ჰოლანდიას, რომელიც ბოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ფინალში ჰყავს დამარხებული. ჩეხეთის გუნდმა სერიოზულად იბრძოლა და 53-ე წუთზე მხოლოდ 25-26 აგებდა, მაგრამ ბოლოში ჰოლანდიამ მაინც გარდატეხა თამაში (30-26), ხოლო ამ გოლების თითქმის ნახევარი ლუის აბინგჰმა გატანა (14). ჰოლანდია, 2015 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხედ გავიდა დიდი ტურნირების ნახევარფინალში.
შვედეთის ქალთა ნაკრები თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში. შვედებს 45 წუთის შემდეგ დანიასთან ძალიან სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ (22-15), მაგრამ დასრულებამდე 4 ქუთით ადრე აქედან მხოლოდ 2 ბურთი დარჩა – 23-21, თუმცა, ამ მომენტში და, საერთოდ მატჩში, მოგებულებს უშველა მარჯვენა ინსაიდმა ჰანა ბლომსტრანდმა, რომლის შვიდი დარტყმიდან შვიივე შედეგიანი აღმოჩნდა.
შვედების მეტოქე ნახევარფინალში იქნება ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი საფრანგეთი, რომელმაც 25-22 მოუგო მონტენეგროს.
ნახევარფინალების ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/
ხელბურთი. ქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017
მეოთხედფინალი. 12 დეკემბერი, ლაიპციგი
შვედეთი-დანია 26-23
შვდ: ბუნდსენი 0/8, იდენი 8/23 – ბლომსტრანდი 7, გულდენი 5, ჰაგმანი 4, რობერტსი 3, ლაგერკვისტი 2, გუსტინი 2, მელეგორი 2, ვესტბერგი 1, იაკობსენი, სანდი, ტოფტ-ჰანსენი, ულმი, სტრომბერგი, ეკენმანი
დან: ტოფტი 10/36 – ტრანბორგი 7, ს. იორგენსენი 6, ვოლერი 2, ჰაინდალი 2, ოსტერგორი 2, ფისკერი 1, ლ. იორგენსენი 1, გრიგელი 1, ჰაუგსტედი 1, ივერსენი, ნილსენი
საფრანგეთი-მონტენეგრო 25-22
საფ: ლეინო 13/33, დარლო 0/2 – პინო 5, დემბელე 4, ლაკრაბერი 4, უეტი 3, ზაადი 3, ნზემინკო 2, ნიომბლა 2, დანსეტი 1, აილიონი 1, ედვიჟი, ფლიპი
მნტ: რაიჩიჩი 7/28, ჰასანიჩი 0/4 – ბულატოვიჩი 9, რადიჩევიჩი 4, რაიჩევიჩი 3, დესპოტოვიჩი 2, იაუკოვიჩი 2, ბრნოვიჩი 2, პავიჩევიჩი, ბ. კლიკოვაცი, გრბიჩი, ა. კლიკოვაცი, უიკიჩი, პრემოვიჩი
13 დეკემბერი, მაგდებურგი
ჰოლანდია-ჩეხეთი 30–26
ჰოლ: ვესტერი 12/35, იანკოვიჩი 0/1- აბინგჰი 14 (4 7მ), ხროტი 3, სნელდერი 3, პოლმანი 2, მალეშტაინი 2, სმეტსი 2, ბროკი 2, დულფერი 1, როზემალენი 1, ვან დერ ჰაიდენი, კნიპენბორგი, კრამერი, ვან დერ ვისელი
ჩეხ: სატრაპოვა 19/46, კუდლაჩკოვა 2/4, მუელნეროვა 0/1 – ლუზუმოვა 11 (5 7მ), იერაბკოვა 7, მალა 2, ზახოვა 2, ჰრბკოვა 1, სეტელიკოვა 1, სატრაპოვა 1, სალცაკოვა 1, რისანკოვა, კოდროვსკა, ადამკოვა, მარჩიკოვა
ნორვეგია-რუსეთი 34-17
ნორ: ლუნდე 16/29, გრიმსბო 5/9 – მორკი 9 , ოფტედალი 8+8 პასი, კრისტიანსენი 5, ლოკე 4, კურტოვიჩი 3, ჰერემი 2, ბრატსეტი 1, სკოგრანდი 1, სულბერგი 1, ქრისტენსენი, არნცენი, ინგსტადი, იაკობენი
რუს: უტკინა 6/23, კალინინა 5/22 – კოჩეტოვა 5, მაკეევა 4, მანაგაროვა 3, სამოხინა 1, ვიახირევა 1, დმიტრიევა 1, ილინა 1, პუნკო 1, საბიროვა, პეტროვა, ვედეხინა, მალაშენკო, მარკოვა, მატლაშოვა
15 დეკემბერი. ნახევარფინალი
ჰამბურგი. 20:30 ჰოლანდია-ნორვეგია 23:45 შვედეთი-საფრანგეთი
ფინალი ჰამბურგში, 17 დეკემბერს
კლასიფიკაცია, 5-24: 5. რუსეთი 6. დანია 7. მონტენეგრო 8. ჩეხეთი – 9. სერბეთი 10. რუმინეთი 11. ესპანეთი 12. გერმანია 13. კორეა 14. უნგრეთი 15. სლოვენია 16. იაპონია – 17. პოლონეთი 18. ბრაზილია 19. ანგოლა 20. კამერუნი – 21. პარაგვაი 22. ჩინეთი 23. არგენტინა 24. ტუნისი