ნახევარფინალში ფავორიტები გავიდნენ
საქართველოს თასის ნახევარფინალში,ხვალ, გლდანის ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ითამაშებენ BSB ბათუმი – სტუ-იმედი, პეგასი – ქუთაისი. თამაშები 13 საათიდან დაიწყება.
ქვეყნის ჩემპიონმა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა მეოთხედფინალში 45-35 მოუგო გორის გუნდს. ბათუმელებმა გუნდის შარშანდელი ბირთვი შეინარჩუნეს, დაიმატეს პეგასის ხაზის მოთამაშე ლაპიაშვილი და ამ სეზონშიც ფავორიტთა შორის იქნებიან.
საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სტუ-იმედმა, რომელსაც საკმაო წინააღმდეგობა გაუწია სამტრედიის გუნდმა. იმედმა 29-25 მოიგო.
2018 წლის თასის მფლობელის, თბილისის პეგასი შემადგენლობა კი შესუსტებულია: საფრანგეთში გადავიდა კალანდაძე, ბათუმში – ლაპიაშვილი, ქუთაისში – ზარნაძე. მიუხედავად ამისა, პეგასს მრავლად ჰყავს ჭაბუკი ხელბურთელები და მეოთხედფინალში მან უპრობლემოდ, 43-24 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.
შეივსო ქუთაისის გუნდი: ზარნაძის გარდა, მათ ბათუმიდან დაიმატეს სურმავა და თევზაძე. ახალ სეზონს უკეთესი შემადგენლობით შეხვდა სპორტის უნივერსიტეტის გუნდიც. ამის წყალობით სტუდენტებმა კარგა ხანს გაუწიეს წინააღმდეგობა ქუთაისს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სპორტუნი წინ იყო: 15-13, მაგრამ გამზარდიამ და რუსტამოვმა თამაშის ნახევარი მაინც მოაგებინეს ქუთაისს (17-16), შესვენების შემდეგ კი სხვაობა გაიზარდა – 40-32.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2019. კაცები
გლდანი. მეოთხედფინალი, 15 ოქტომბერი
გორი – BSB ბათუმი 35-45
გორ: თითირაშვილი – დალაქიშვილი 13, გაგლოშვილი 10, ახალბედაშვილი 5, მჭედლიშვილი 3, ზუბიაშვილი 2, იაშვილი 2, ბერუაშვილი, შემშენოვი, მეტრეველი – მწვ. მამაცაშვილი
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – გიორგაძე 11, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 5, სიმონია 5, ლაპიაშვილი 4, მსხვილიძე 3, ტიელიძე 3, თურმანიძე 3, კაკულია 3, ტალახაძე 1, მჟავანაძე 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
სამტრედია – იმედი-სტუ 25-29
სამ: ფახურიძე – ძნელაძე 8, ხომერიკი 7, აფრიდონიძე 4, ადამია 3, ხელისუფალი 2, ქავზინაძე 1, ხონელიძე, მანაგაძე, ნადირაძე – მწვ. ხელისუფალი
სტუ: ცინცაძე, ხიდეშელი – გავაშელიშვილი 8, გოგალაძე 7, ერისთავი 5, გრიშიკაშვილი 2, კორსანტია 2, აბჟანდაძე 2, დიდია 2, ცხვარაშვილი 1, ცირდავა – მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
პრომეთე წყალტუბო – პეგასი 24-43
წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ხელაძე 9, გველესიანი 9, მეტონიძე 3, ქაშიბაძე 2, ფანცხავა 1, მუკბანიანი, გოდოლაძე, კოვზირიძე, ჩავჩიძე – მწვ. გოგიძე
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ჟვანია 9, კუხალაშვილი 7, კოხრეიძე 7, ბაძაღუა 6, გვაზავა 3, ჩეჩელაშვილი 3, მდივანი 2, გ. არეშიძე 2, პატაშური 1, ქათამაძე 1, კობახიძე 1, ა. არეშიძე 1, ჭანტურია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი- თ. კევლიშვილი
სპორტუნი – ქუთაისი 32-40
სპ: ხანდოლიშვილი, კუპატაძე – ბულბულაშვილი 10, გ. იობაშვილი 8, თიგიშვილი 7, მიქავა 3, ზურაბიანი 1, ჯ. იმნაძე 1, ჩაკვეტაძე 1, გოდელაშვილი 1, გულდედავა – მწვ. შარანგია
ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი – რუსტამოვი 10, გამზარდია 8, სურმავა 6, სტურუა 4, ხაჟომია 4, მერკვილაძე 3, ფერაძე 2, ჯუღელი 2, ზარნაძე 1, კობახიძე, თევზაძე, ლ. იმნაძე, ლომიძე – მწვ. ბოყოჩაძე, ყააველაშვილი, გობეჯიშვილი
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
დელეგატები: ვ. ბერიაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე
ნახევარფინალი, 16 ოქტომბერი
13:00 ბათუმი – იმედი-სტუ
15:00 პეგასი – ქუთაისი
ფინალი, 17 ოქტომბერი, 15:00