ნახევარფინალის წყვილები გაირკვა
ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე გაირკვა ნახევარფინალისტების ვინაობა. თბილისის პეგასმა 33-23 დაამარცხა მამული და რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი გაინაღდა. ნახევარფინალში, 27 მაისს ითამაშებემ ყვარელი-წყალტუბო, პეგასი-მამული. ჯგუფური ტურნირი 28 აპრილს დასრულდება, ფინალური ოთხეული 27-28 მაისსაა დანიშნული.
მამულმა მხოლოდ მატჩის პირველ 20 წუთში გასწია წინააღმდეგობა და შემდეგ პეგასის ლიდერებმა, ჩოხელმა და ჩოგოვაძემ გარდატეხეს თამაში. პირველ ადგილზე მყოფმა ყვარელმა მოუგო წყალტუბოს – 28-15, მამულმა – აჭარას, 36-16, აჭარის გუნდი დამარცხდა წყალტუბოსთანაც – 10-15.
ხვალ სპორტკომპლექს არენაში რეგულარული პირველობის ბოლო სამი მატჩია: პეგასი – წყალტუბო, ყვარელი – მამული, აჭარა – პეგასი. დასაწყისი – 12 საათზე.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ქალები. მესამე წრე. 26-28 აპრილი, არენა 2
27 აპრილი
წყალტუბო – აჭარა 15-10
წყ: ნ. ჯიქია, ჩავჩიძე – ჯავახაძე 5, ჯიშკარიანი 5, კალანდაძე 2, ფანცხავა 1, ჯიმშელეიშვილი 1, ჩირგაძე 1, დარსაველიძე
აჭ: ქარჩავა – დოლიძე 2, მურუსიძე 2, ხოხბა 2, კომახიძე 2, ქამაშიძე 1, ღოღობერიძე 1, ვასაძე, საფარიძე, გაბეჩავა, გუჩმანიძე
მამული – პეგასი 23-33
მამ: არაბაჯევი – ყველაშვილი 12, ღვალაძე 7, იაშვილი 3, შახულოვი 1, წერეთელი, ხონელიძე, დანელია, გოგიჩაიშვილი, ავსაჯანიშვილი
პეგ: ჯიქურაშვილი, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 14, ჩოხელი 12, სარაჯიშვილი 4, ჩხაიძე 2, ქებაძე 1, შოშიტაშვილი, გაგნიძე
წყალტუბო – ყვარელი 15-28
წყ: ჩავჩიძე, ნ. ჯიქია – ჯავახაძე 5, ჩირგაძე 3, ჯიშკარიანი 3, ჯიმშელეიშვილი 2, კალანდაძე 1, ფანცხავა 1, ქ. ჯიქია, ლაღაძე, დარსაველიძე
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 16, თ. იორდანიშვილი 4, თეთრაშვილი 3, მიხელიძე 2, ს. იორდანიშვილი 2, ა. ფუღიაშვილი 1, კორახაშვილი
მამული – აჭარა 36-16
მამ: არაბაჯევი – ყველაშვილი 20, შახულოვი 6, ღვალაძე 6, იაშვილი 2, წერეთელი 1, გოგიჩაიშვილი 1, ხონელიძე, დანელია, ავსაჯანიშვილი, ბლიაძე
აჭ: ქარჩავა – დოლიძე 4, ვასაძე 3, მურუსიძე 3, ღოღობერიძე 2, ქამაშიძე 2, კომახიძე 1, ხოხბა 1, საფარიძე, გაბეჩავა, გუჩმანიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე, დელეგატი: ლ. მარგიანი
—
მდგომარეობა: ყვარელი 26 ქულა (14 თამაშიდან), პეგასი 20 (13), მამული 18 (14), წყალტუბო 12 (14), აჭარა 4 (14), ფოთი 4 (15)
ფოთის გუნდს მესამე ტურის ყველა თამაშში წაგებები ჩაეთვალა წაგება.
4 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ოთხეულში.
—
28 აპრილი
12:00 პეგასი – წყალტუბო
13:20 ყვარელი – მამული
14:40 აჭარა – პეგასი
ფოტო: მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე