მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გახდა

მსოფლიოს ჩემპიონი ხელბურთში გახდა საფრანგეთის ქალთა ნაკრები, რომელმაც ფინალში, ჰამბურგში, 23-21 დაამარცხა წინა ჩემპინატის გამარჯვებული, ნორვეგია. ფრანგების ქალთა გუნდმა ტურნირი მეორედ, 2003 წლის შემდეგ მოიგო, რის შემდეგაც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონის ორივე ტიტულს ფლობს – კაცთა და ქალთა შორის. 

ფავორიტი ნორვეგია იყო, თუმცა, ფრანგებსაც ჰქონდათ  კოზირები მოსაგებად – მძლავრი დაცვა და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა. მათმა მწვრთნელმა ოლივიე კრუმჰოლცმა ფინალში თექვსმეტივე ხელბურთელი ათამაშა და გამარჯვებაში წილი ყველამ დაიდო, ნორვეგიიდან ცამეტმა ითამაშა, ოღონდ არათანაბრად: მაგალითად, ვერონიკა კრისტიანსენი მოედანზე 58 წუთი იყო, მაშინ როცა ფრანგებიდან ყველაზე მეტი დრო, სულ 37 წუთი, ბეატრის ედვიჟს ჰქონდა. მოსალოდნელი  იყო, რომ ფრანგების უკანა ხაზი (მორკი-ოფტედალი-კრისტიანსენი) ბოლოსკენ დაიღლებოდა და ასეც მოხდა.

ეს სამეული თითქმის შეუცვლელად თამაშობდა და სტინე ოფტედალმა დასახურებულად მიიღო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, მაგრამ ფინალში მხოლოდ ერთხელ გაიტანა, ფრანგებს კი უკანა ხაზში ჰყავდათ 8 ხელბურთელი, რომლებიც  ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. უკანახაზელების თამაშიდან გატანილი გოლებით უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია (საფრანგეთი, 13-12), სწრაფი გარღვევა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოაწყო, ნორვეგიის ერთადერთი უპირატესობა კი ხაზიდან გატანილი გოლები იყო (5-3). ნორვეგიამ შვიდიდან 3 შვიდმეტრიანი გაიტანა, ფრანგებმა – ორიდან ერთი.  და, რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, მსოფლიოს უკვე ექსჩემპიონებმა ერთადერთხელ დაარტყეს კუთხიდან, მაშინ როცა, ფრანგებმა 6 გოლი შეაგდეს, ხოლო მანონ უეტმა მარცხენა ფრთიდან ოთხი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

ფრანგების გაარჯვების ბოლო მდგენელი იყო მეკარე ამანდინ ლენო 10 მოგერიებული ბურთით (ერთი შვიდმეტრიანი კლეოპატრ დარლომაც აიღო). კატრინ ლუნდე სტატისტიკით ჩემპიონატის საუეთესო მეკარე გახდა, თუმცა, მან და მეორე ვეტერანმა კარი გრიმსბომ ფინალში მხოლოდ ოთხი დარტყმა მოიგერიეს ოცდაშვიდიდან, წინა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მეკარე, სილიე სულბერგი თორირ ჰერგეირსონმა მხოლოდ ფინალისთვის გამოიძახა და მხოლოდ სამი წუთით შეუშვა მოედანზე.

თამაში: https://www.youtube.com/watch?v=Uj0tcfc92nI

ქრონოლოგია ასეთი იყო: ნორვეგია 7-4 იგებდა მე-13 წუთზე, მაგრამ ტაიმის ბოლოს ამანდინ ლენომ ზედიზედ 2 შვიდმეტრიანი მოიგერია და ფრანგებმა მოიგეს ნახევარი (11-10), ხოლო შესვენების შემდეგ ლორისა ლანდრმა სხვაობა სამამდე აიყვანა 13-10. მორკმა კიდევ ერთი შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ  თამაშში ჩაერთო ნორვეგიელთა ვეტერანი ჰაიდი ლოკე, რომელმაც ორჯერ დააწინაურა თავისი  გუნდი – ბოლოს 53-ე წუთზე, 20-19, მაგრამ ანგარიში 20 წლის ორლენ კანორმა გაათანაბრა, ალისონ პინომ კი ზედიზედ ორჯერ შეაგდო – 22-20. კრისტიანსენმა სხვაობა ისევ შეამცირა, სათამაშო  ერთი წუთი იყო და ნორვეგიას ბოლო შეტევა რჩებოდა, მაგრამ იქამდე ალექს ლაკრაბერმა გაიტანა გამარჯვების გოლი – 23-21.

ფინალის შემდეგ: https://www.youtube.com/watch?v=KARyrowGzl8

ბრინჯაოს ფინალში ჰოლანდია 34-ე წუთზე 16-9 უგებდა შვედეთს, მაგრამ შემდეგ 18 წუთი გოლი ვერ გაიტანა და 16-18 ჩამორჩა. შვედეთი მაინც ვერ შეწვდა ისტორიაში პირველ პოდიუმს მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგანაც 57-59 წუთებზე ზედიზედ ოთხჯერ გაუშვა და 21-24 წააგო, წინა ჩემპიონატის ფინალისტმა ჰოლანდიამ კი ამჯერადაც მედლები მოიპოვა.

ხელბურთი. ქალთა 23- მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

ჰამბურგი, 17 დეკემბერი

ფინალი. საფრანგეთი  – ნორვეგია 23-21

საფ: ლენო 10/28, დარლო 1/4 – პინო 6/4, უეტი 4/4, ნზემინკო 3/3, ლანდრი 3/3, ეგლონი 4/2, ლაკრაბერი 5/2, კანორი 3/2, ფლიპი 1/1, დემბელე 2/1, ნიაკატე 1/1, ზაადი 2/0, ნიომბლა 1/0, ედვიჟი, დანსეტი  (ნგუანი)

ნორ: ლუნდე 3/18, გრიმსბო 1/8, ს. სულბერგი 0/1 – მორკი 12/7, კრისტიანსენი 11/7, ლოკე 3/3, ბრატსეტი 2/2, ოფტედალი 7/1, შ. სოლბერგი 1/1, კურტოვიჩი 1/0, სკოგრანდი, ჰერემი, არნცენი (ინგსტადი, ქრისტენსენი, იაკობსენი, ფაუსკე)  

გოლების სტატისტიკა. უკანა ხაზი: 13-12, შვიდმეტრიანები 1(2)-3(7), კუთხე 6-1, ხაზი 3-5

მსაჯები: ჰანსენი, კრისტიანსენი (დან)

3 ადგილისთვის.  ჰოლანდია-შვედეთი 24-21

ჰოლ: ვესტერი 10/33 (იანკოვიჩი) – აბინგჰი 16/8, პოლმანი 11/5, ბროკი 4/4, მალეშტაინი 6/4, სმეეტსი 3/3,  ხროტი 1/0, ვან დერ ჰაიდენი 1/0, დულფერი, სნელდერი, ბონტი, ვან დერ ვისელი, კრამერი (კნიპენბორგი, როზემალენი, სტენბაკერსი)

შვდ: ბუნდსენი 5/19, იდენი 6/16 – გულდენი 12/7, მელეგორი 7/3, ლაგერკვისტი 3/3, ბლომსტრანდი 7/3, რობერტსი 6/2, ვესტბერგი 4/1, სანდი 2/1, სტრომბერგი 2/1, ჰაგმანი 4/0, ტოფტ-ჰანსენი, იაკობსენი, გუსტინი (ალმი, ეკენმანი)

მსაჯები: ალფაიძე, ბერეზკინა (რუს)

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. საფრანგეთი 2. ნორვეგია 3. ჰოლანდია 4. შვედეთი – 5. რუსეთი 6. დანია 7. მონტენეგრო 8. ჩეხეთი  – 9. სერბეთი 10. რუმინეთი 11. ესპანეთი 12. გერმანია 13. კორეა 14. უნგრეთი 15. სლოვენია 16. იაპონია – 17. პოლონეთი 18. ბრაზილია 19. ანგოლა 20. კამერუნი – 21. პარაგვაი 22. ჩინეთი 23. არგენტინა 24. ტუნისი

სტატისტიკა. გოლები (7):  მორკი, ნორ 66 (25) – აბინგჰი, ჰოლ 58 (20) – ლუზუმოვა, ჩეხ 47 (18) – გოლები თამაშიდან: იერაბკოვა, ჩეხ 43 – მორკი 41 – ვერონიკა კრისტიანსენი, ნორ 40  გოლი+პასი: მორკი 66+26 – ოფტედალი, ნორ 44+46 – ლუზუმოვა 47+34  – ჩაჭრა: სკოგრანდი, ნორ 10 – კრისტიანსენი 9 – ბლოკი: დულფერი, ჰოლ 31 – მეკარეები: ლუნდე, ნორ 92/217-42% – შვიდმეტრიანები: ლენო, საფ 10/28

საუკეთესო მოთამაშეები. MVP სტინე ოფტედალი, ნორ – GK კატრინ ლუნდე, ნორ – LW სირაბა დემბელე, საფ – LB ლუის აბინგჰი, ჰოლ – CB გრეის ზაადი, საფ – P ივეტ ბროკი, ჰოლ – RB ნორა მორკი, ნორ – RW ნატალი ჰაგმანი, შვდ

Leave a Reply