მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატს ხელბურთში 3 ლიდერი ჰყავს: ფოთი, აჭარა და პეგასი. შაბათ-კვირას მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.
შარშანდელმა ჩემპიონმა აჭარის გუნდმა 53-23 დამარცხა ქუთაისი, ხოლო ფოთმა მოუგო ზუგდიდს, სენაკსა და ქუთაისს. სამივე ამ გუნდს მხოლოდ მოგებები აქვს, ფოთს კი ერთი მატჩით მეტი აქვს და 10 ქულით პირველ ადგილზეა.
აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდმა ერთმანეთში უკვე ითამაშა, დასავლეთის 8 გუნდს კი კიდევ ორი სათამაშო დღე აქვს – 30 ნოემბერსა და 7 დეკემბერს გუნდები ზესფატონის სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შემდეგ ტურნირი თებერვალში გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მატჩებით და ჩემპიონატის პირველი ეტაპიც დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)
სენაკის სპორტის სასახლე, 16 ნოემბერი
ქუთაისი – სენაკი 29-7
ფოთი – ზუგდიდი 25-15
ქუთაისი – აჭარა 23-53
ტყიბული – ზუგდიდი 0-21
სამტრედია – წყალტუბო 26-19
სენაკი – ტყიბული 25-12
17 ნოემბერი
ფოთი – ქუთაისი 17-9
ზუგდიდი – წყალტუბო 15-16
ფოთი – სენაკი 30-9
ქუთაისი – სამტრედია 13-21
მსაჯები გ. გველესიანი, თ. ბჟალავა, ჩოგოვაძე
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ—–ქ
ფოთი———-5—5—0—0—127-70–10
აჭარა———–4—4—0—0—177-67—8
პეგასი———-4—4—0—0—-93-42—8
ქარიშხალა—-4—3—0—1—-84-59—6
სამტრედია—-5—3—0—2—124-108–6
ზუგდიდი—–4—2—0—2—-83-45—4
წყალტუბო—-5—2—0—3—90-113—4
ქუთაისი——-5—2—0—3—83-103—4
თელავი——–4—2—0—2—-61-89—4
რუსთავი——4—1—0—3—-65-79—2
სენაკი———-6—1—0—5—60-180—2
ქარელი——–4—0—0—4—-57-91—0
ტყიბული——4—0—0—4—-21-79—0
გაგრძელდება 30 ნოემბერს