მონპელიეს პირველი მოგება
გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა, მონპელიემ, პირველი მატჩი მოიგო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ფრანგულმა კლუბმა სტუმრად 27-25 დაამარცხა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი.
2 ტურის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-2/1727089
ისევე როგორც პირველ მატჩში, 18 წლის ქართველი მარჯვენა ინსაიდი შემადგენლობაში იყო, თუმცა, მოედანზე არ შესულა. ანალოგიური სიტუაციაა საფრანგეთის ჩემპიონატშიც, სადაც კლუბს 3 მატჩიდან 2 მოგება და 1 წაგება აქვს აქვს (კრეტეი 36-25, ნიმი 24-25, შამბერი 28-27). ცაციების ორივე პოზიციას ფარავენ ვალონტან პორტი, მელვინ რიშარსონი და იანის ლენი, ხოლო ორი ახალგაზრდა, ჟულიენ ბოსი და გიორგი ცხვოვრებაძე მწვრთნელ პატრის კანაიეს ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამზე ჰყავს. ლიგის მესამე ტურში მონპელიე 29 სექტემბერს მასპინძლობს ვესპრემს ხოლო იქამდე, ოთხშაბათს, საფრანგეთის ჩემპიონატი მატჩი აქვს სტუმრად, ტრემბლესთან.
ლიგის მეორე ტურის მთავარ მატჩებში უნგრეთის ვესპრემი შინ დამარცხდა გერმანიის კილთან 31-37, ხოლო პარი ენ-ჟერმენმა შინ მოუგო მეორე უნგრულ კლუბს, სეგედს, 30-25. B ჯგუფში 2 მოგებით მხოლოდ შარშანდელი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარია, A ჯგუფს ლიდერობენ პსჟ, დანიის ოლბორგი და გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019–20, კაცები. ჯგუფური ეტაპი
ჯგუფური ეტაპის მეორე ტური, 18-22 სექტემბერი.
B ჯგუფი. ვარდარი 4, კელცე 3, კილი 3, ვესპრემი 2, მონპელიე 2, პორტუ 2, ბრესტი 0, ზაპოროჟიე 0
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – მონპელიე (საფ) 25-27
ბრ: პეშიჩი, მაცკევიჩი – ჯუკიჩი 6, პანიჩი 6, კულაკი 3, შუმაკი 3, აკამბრე 2, რაზგორი 2, სელვასიუკი 2, შკურინსკი 1, ბარანაუ, კანკარაში, მალუსი, ობრადოვიჩი, ვაილუპაუ, იურინოკი
მნპ: შეგო, ბონფუა, პორტნერი – რიშარსონი 7, დესკა 4, პორტი 4, სიმონეტი 4, პეტერსონი 3, დუარტე 2, ლენი 2, გრები 1, ვილმინო, სუსი, გიროდუ, ცხოვრებაძე, ბოსი
ვესპრემი (უნგ) – კილი (გერ) 31-37
ა. ნილსონი 5, იაჰია 5 – რაინკინდი 8, ბილიკი 7, პეკელერი 7, ზარაბეცი 5
ვარდარი (მკდ) – პორტუ (პორ) 32-27
კელცე (პოლ)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33-26
A ჯგუფი: ოლბორგი 4, პსჟ 4, ფლენზბურგი 4, ბარსელონა 2, სეგედი 2, ელვერუმი 0, ზაგრები 0, ცელიე 0
ფლენზბურგი (გერ) – ელვერუმი (ნორ) 26-19
ბარსელონა (ესპ) – ცელიე (სლნ) 41-25
ცინდრიჩი 8, ფაბრეგასი 5, თომასი 5 – სილვა 5
ოლბორგი (დან) – ზაგრები (ხორ) 30-20
პარი სენ ჟერმენი (საფ) – სეგედი (უნგ) 30-25
ნ. კარაბატიჩი 8, რემილი 5 – მაკედა 6, ბოდო 5
A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: ბიდასოა 4, სპორტინგი 4, სევეჰოფი 4, რაბოტნიკი 0, პრეშოვი 0, კოქსი 0
სევეჰოფი (შვდ) – ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) 25-24
ბიდასოა ირუნი (ესპ) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 34-19
სპორტინგი (პორ) – ტატრან პრეშოვი (სლკ) 32-24
D ჯგუფი: GOG 4, დინამო 3, ვისლა 2, ჩეხოვი 2, შაფჰაუზენი 1, კრისტიანსტადი 0
დინამო ბუკურეშტი (რუმ) – კრისტიანსტადი (შვდ) 28-25
ვისლა პლოცკი (პოლ) – შაფჰაუზენი (შვც) 27-23
GOG (დან) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 38-31
C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის
მესამე ტური: 25-29 სექტემბერი