მოლდოვას მოვუგეთ, ველით ბოლო დღეს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 25-23 მოუგო მოლდოვას და ბოლო ტურის წინ ისევ ინარჩუნებს პირველობის შანსს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასზე, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია.
ხვალ, ბოლო ტურში ჩვენები ეთამაშებიან ირლანდიას, ხოლო უფრო მნიშვნელოვანია კოსოვო-მოლდოვას მატჩის შედეგი. მოგებისა და ფრის შემთხვევაში კოსოვო პირველ ადგილზე გავა, მაგრამ თუ დამარცხდა, მაშინ სამი გუნდი (საქართველო, კოსოვო, მოლდოვა) 8-8 ქულას დააგროვებს და დაითვლება ბურთების სხვაობა მათ ურთიერთშეხვედრებში. საქართველოს +1 აქვს (კოსოვოსთან 21-22 და მოლდოვასთან 25-23), კოსოვოს +1 (საქართველოსთან 22-21), მოლდოვას -2 (საქართველოსთან 23-25). მოლდოველებსაც აქვთ პირველობის შანსი, მაგრამ თუ 1 ან 2 ბურთით მოიგებენ, პირველ ადგილზე ჩვენი ნაკრები გავა; თუ მოლდოვამ 3 ბურთით დაამარცხა კოსოვო, მაშინ პირველობისთვის 22 ბურთზე მეტი უნდა გაიტანოს და მხოლოდ 4 ბურთით მოგების შემთხვევაში იქნება უპირობო პირველ ადგილზე.
წინადღით, კოსოვოსთან უდრამატულესი მატჩის შემდეგ ქართველებს ხელები არ ჩამოუშვიათ და პირველი ტაიმი 14-11 მოიგეს. მეორის დასაწყისში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და წინაც გავიდა, მაგრამ დაბოლოება ჩვენი იყო. ჯერ ჯემალ იმნაძემ გაიტანა ორი გოლი სწრაფ გარღვევაში, ხოლო როდესაც მოლდოვა პრესინგზე გადავიდა, ორჯერ გამოიჩინა თავი ერეკლე არსენაშვილმა. მოლდოვამ ბოლო წამზე გაგვიტანა და თამაში 25-23 მორჩა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა მსოფლიო თასის ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ივლისში გაიმართება ესპანეთში.
ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018
ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები. წრიული ტურნირი
27 ოქტ. საქართველო-მოლდოვა 25-23
საქ: სილაგაძე, ხანდოლიშვილი – კბილაშვილი 6, ყორიაული 4, არსენაშვილი 4, მერკვილაძე 3, ზარნაძე 3, იმნაძე 2, ძნელაძე 1, გავაშელიშვილი 1, გველესიანი 1, კუხალაშვილი, ნიაზაშვილი, იობაშვილი
მლდ: სლაგოდა, ვასილევი – დოდიკა 7, ივანჩენკო 6, გრუმეზა 4, მარტევი 3, ბურბულეა 2, შელემეტი 1, ლედენიოვი, ნიჩიპურენკო, სავჩენკო, მაჰოვიჩი, ლევიცკი, ბოგაჩიჩი – მწვ. გომენიუკი, კოვალჩუკი
მსაჯები: ი. მეტალარი – ნ. ნიკოლოვსკი (მკდ), დელეგატი: ა. ბირხი (დან)
ირლანდია-ბრიტანეთი 21-26, მალტა-კოსოვო 17-47
26 ოქტ. ირლანდია-მალტა 29-29, ბრიტანეთი-მოლდოვა 21-33, კოსოვო-საქართველო 22-21
24 ოქტომბერი. მოლდოვა-მალტა 41-7, ბრიტანეთი-საქართველო 17-35, ირლანდია-კოსოვო 22-35,
23 ოქტ. მოლდოვა-ირლანდია 37-21, მალტა-საქართველო 16-32, ბრიტანეთი-კოსოვო 38-17
—————–თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ
კოსოვო———4—4—0—0–142-77—8
საქართველო—4—3—0—1–113-78—6
მოლდოვა——4—3—0—1–134-74—6
ბრიტანეთი—–4—1—0—3—81-127–2
ირლანდია——4—0—1—3—93-127–1
მალტა———–4—0—1—3—69-149–1
28 ოქტ. 13:00 საქართველო-ირლანდია, 15:00 მალტა-ბრიტანეთი, 17:00 კოსოვო-მოლდოვა
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი: http://stream.itprishtina.com/pallatiirinis/u20/
გამარჯვებული გადის ინტერკონტინენტალურ ფინალში (გაზაფხული, 2019), რომლის მოგებულიც იღებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (ივლისი, 2019).