მეტალურგი ევროტურნირს გამოეთიშა
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს მეტალურგმა EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში 23-23 ითამაშა სლოვენიის ველენიესთან და შეჯიბრებას გამოეთიშა.
სლოვენიურ კლუბს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 24-19 ჰქონდა მოგებული, საპასუხო თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ კი მეტალურგი 13-10 იგებდა. თუმცა, ისევე როგორც პირველ მატჩში, მეორე ნახევარი ველენიემ უკეთ ითამაშა, სასურველ ფრეს მიაღწია და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მეტალურგის შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა, რევაზ ჭანტურიამ კი სამი დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა.
მაკედონიის ჩემპიონატში მეტალურგმა 33-31 დაამარცხა სკოპიეს ვარდარის ახალგაზრდული გუნდი და 11 მატჩიდან 9 მოგება, 2 ფრე და 29 ქულა აქვს. მეტალურგი ქულით ჩამორჩება ლექსო წითელიშვილის ოჰრიდს, რომელმაც 2 მატჩი მოიგო (რადოვიში 37-27, პელისტერი 28-20) და 30 ქულით ლიდერობს, თუმცა, მეტალურგს თამაში მარაგში აქვს.
ხელბურთი. EHF თასი. მესამე შესარჩევი რაუნდი, მეორე მატჩი
მეტალურგი (მაკედონია) – ველენიე (სლოვენია) 23-23 (პირველი თამაში 19-24)
მეტ: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი – ტანკოსკი 6, პოპოვიჩი 5, მარიჩი 4, ჭანტურია 3, ლაზარევსკი 3, არსენოვსკი 1, იაგურინოსკი 1, სერაფიმოვი, კბილაშვილი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი