მერვე ადგილი და მომავლის პერსპექტივა
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა ბულგარეთში, IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატზე. მეშვიდე ადგილისთვის მატჩი ჩვენმა გუნდმა 25-32 წააგო ლუქსემბურგთან.
ტურნირზე ზედა ასაკობრივი ზღვარი 25 წელი იყო, ამას გარდა გუნდებს უფლება ჰქონდათ, ჰყოლოდათ ამაზე უფროსი 3 ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი იცავდა ცხრამეტწლამდელთა ნაკრების 12 მოთამაშე და ორიც – ახალგაზრდულისა (21 წლამდე). უფროს მეტოქეებთან ბრძოლაში ჩვენებს ჰქონდათ კარგი ეპიზოდები და მთელი მატჩებიც, მაგრამ ზოგჯერ ღალატობდათ ოსტატობა და გამოცდილება, თურქეთთან მეოთხედფინალში მძიმე ბრძოლისა და წაგების შემდეგ კი დაიღალნენ კიდეც, მაგრამ არ დაჰკლებიათ ჟინი, თავდადება და ბოლომდე ბრძოლის უნარი. აქცენტი შეგნებულად გაკეთდა მომავალზე, ჭაბუკთა ნაკრების თორმეტმა მოთამაშემ კი ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო წლის მთავარი ტურნირის, მსოფლიო ჩემპიონატის წინ – ეს შეჯიბრება თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში იმართება 8-20 აგვისტოს, ჩვენს გუნდს კი მიზნად ჯგუფური ეტაპის დაძლევა აქვს დასახული.
IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი მეორედ გაიმართა და მეორედ მოიგო ფარერის კუნძულების ნაკრებმა, ვინც ფინალში 26-25 მოუგო თურქეთს. ამ ორმა გუნდმა ნახევარფინალის მოგების შემდეგ მოიპოვა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი ეტაპის საგზურები, ბოლო, 32-ე ადგილს კი ამ შეჯიბრებაში დაიკავებს კოსოვოს გუნდი, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში 32-25 დაამარცხა კვიპროსი.
ხელბურთი. IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი (25 წ, კაცები)
გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017
18 ივნისი – ფინალი
1-2 ადგილები, ტირნოვო. თურქეთი – ფარერები 25-26
3-4 ადგილები, ტირნოვო. კვიპროსი – კოსოვო 25-32
5-6 ადგილები, ტირნოვო. ჩინეთი – ბულგარეთი 30-38
7-8 ადგილები, ტირნოვო. საქართველო – ლუქსემბურგი 25-32
საქ: ხანდოლიშვილი 1, ხარაიშვილი – ბულბულაშვილი 5, ორჯონიკიძე 4, ცხოვრებაძე 4, დიხამინჯია 3, გოგავა 3, რუსტამოვი 3, მიქავა 2, მერკვილაძე, ყორიაული, ბაინაზიშვილი, არსენაშვილი, იობაშვილი
ლუქ: მიხელსი, ჰერმანი – მიულერი 8, არ. ზეკანი 5, ალ. ზეკანი 4, ფრერესი 4, შაიდი 4, კრირი 2, შრიოდერი 2, ფ. იპერი 1, ვაიერი 1, მოლიტორი 1, იაკობი, ი. იპერი
მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს)
9-10 ადგილები, გაბროვო. აზერბაიჯანი – მოლდოვა 31-45
11-12 ადგილები, გაბროვო. ირლანდია – ბრიტანეთი 26-39
13-14 ადგილები, გაბროვო. მალტა – ანდორა 36-25
15-16 ადგილები, გაბროვო. სომხეთი – ალბანეთი 23-24
საქართველოს ნაკრები ბულგარეთში
GK 12. სანდრო ხანდოლიშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა), 16. გიორგი ხარაიშვილი ( 1998, იმედი თელავი)
LW 7. ხაზეინ რუსტამოვი (1999, ქუთაისი), 15. ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)
LB 3. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), 24. ზურაბ გოგავა (1998, პეგასი)
CB 9. გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი თელავი), 4. დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი)
P 8. გიორგი მიქავა (1998, იმედი თელავი), 13. ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)
RB – 18. გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), 10. ლუკა ბულბულაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)
RW – 22. გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), 6. გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ანდრეი პორტნოი (უკრ), ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი
ხელბურთი, ევრო 2020, კაცები
მთავარი შესარჩევი რაუნდი. ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (27 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 2018 წლის ჩემპიონი) + 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან: ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია + IHF ჩემპიონატის 3 გამარჯვებული: ფარერები, თურქეთი, კოსოვო
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი