მეორე მატჩი და იგივე ანგარიში
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით წააგო ორი ამხანაგური მატჩი ისრაელის ეროვნული გუნდთან, 37-38. 4 იანვარს ახალ სპორტის სასახლეში უკვე ევრო 2020-ის შესარჩევი თამაში გვაქვს ლუქსემბურგთან.
მეორე მატჩში დაგვაკლდა თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა. ქართველები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ – 13-10, მე-17 წუთზე და თამაშის ნახევარი 18-17 მოიგეს. ისრაელის გუნდი ისევ იყენებდა ცარიელი კარისა და ორი პივოტის ტაქტიკას, მაგრამ ჩვენი გუნდი ამისთვის მზად აღმოჩნდა და 4 გოლიც გაიტანა ცარიელ კარში, თუმცა, შეტევაში მუდმივი რიცხვობრივი მეტობის გამო ამჯერად ხელფეხი გაეხსნა ისრაელის გუნდის უკანა ხაზს, ხოლო მარცხენა ინსაიდმა, რამ ტურკენიცმა შორიდან 18 გოლი გაიტანა და ამან გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი.
მეორე ნახევარში სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და ყველაფერი პირველი მატჩის სცენარს მიხედვით წარიმართა. ისრაელი ლიდერობდა 2-3 ბურთით, ბევრი საკუთარი შეცდომის გამო ჩვენები მეტოქეს მეტით ვერ მიუახლოვდნენ და ბოლო წუთზე მხოლოდ მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა 37-38.
გაახალგაზრდავების გზაზე მდგარ ნაკრებში ისევ გამოიჩინეს თავი ახალბედებმა – 18-18 წლის კბილაშვილმა და რუსტამოვმა ჯამში 12 გოლი გაიტანეს, შვიდიც ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაამატა. საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში გამარჯვების შანსები იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აღარა აქვს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვედრას, 2017 წლის ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება. ლუქსემბურგთან ორი ოფიციალური მატჩისთვის დაგვემატება რევაზ ჭანტურია.
4 იანვარს თამაში 18 საათზე დაიწყება ახალი სპორტის სასახლის მთვარ არენაზე.
ხელბურთი, ამხანაგური მატჩი. ეროვნული ნაკრებები
საქართველო – ისრაელი 37-38
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 28 დეკემბერი
საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – კბილაშვილი 7, ჩიქოვანი 7, რუსტამოვი 5, წითელიშვილი 5, დიხამინჯია 4, გრიშიკაშვილი 4, სიმონია 3, მიქავა 1, აბრამიშვილი 1 – მწვ. ორჯონიკიძე
ისრ: გუტერმანი, ბარ გილი – ტურკენიცი 18, კალდერონი 5, კაცი 5, კუშმარო 3, ჰერშკოვიცი 3, შკალიმი 3, კორდოვა 1, ზიტლერი, ჰარარი, ნაგარი, პერესი – მწვ. ჰაბერი
მსაჯები: ვ. ბაძაღუა, გ. გვაზავა
პირველი მატჩი: 27 დეკემბერი, 37-38
—
ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28
4 იანვარი, ახალი სპორტის სასახლე
18:00 საქართველო-ლუქსემბურგი
7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო
02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი 24-24
04.01.17 კოსოვო – ესტონეთი, 08.01,17 ესტონეთი-კოსოვო
11.01.17 ესტონეთი-თურქეთი 15.01.17 თურქეთი-ესტონეთი
1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – ერთ წრედ, ფარერის კუნძულებზე
13.01,17 კვიპროსი-ფარერები, 14.01.17 საბერძნეთი-კვიპროსი, 15.01.17 ფარერები-საბერძნეთი
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.
—
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.
დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.
ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა,
ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.