მეორე ადგილი ალიევის თასზე
საქართველოს კლუბების ნაკრები, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე, ორი მოგების შემდეგ დამარცხდა ერაყის ეროვნულ გუნდთან და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
პირველ ორ დღეს ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა 28-26 მოუგო აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მეორე დღეს 33-27 დაამარცხა მასპინძელთა ახალგაზრდული გუნდი. ერაყის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ძირითადად უცხოურ კლუბებში მოთამაშე გამოცდილი ხელბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ალიევის თასზე სამივე მატჩი დიდი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს კლუბების ნაკრები კი დაკომპლექტებული იყო საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ხელბურთელებით, მაქსიმუმ 22 წლამდე და მათგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება, ზოგიერთს კი პირველად მოუწია საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა.
ალიევის თასზე მონაწილეობის მიზანი იყო რამდენიმე კანდიდატის შერჩევა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს. ეს შეჯიბრება ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და საქართველოს ნაკრები უკვე ეროვნული გუნდის სტატუსითა და უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს.
ხელბურთი. პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასი. ბაქო, აბუ არენა, 8-10 მაისი
8 მაისი. აზერბაიჯანი (ეროვნული) – საქართველო (კლუბების ნაკრები) 26-28
აზე: ჯაფაროვი, ჯაჰანგიროვი, სკრებცოვი – ე. აიდამიროვი 10, დუბოვიკი 3, მამედრაჰიმოვი 3, ჰ. აიდამიროვი 2, იმანოვი 2, სერგუნინი 2, ი. სლემანოვი 2, ბოგატირევი 1, ახუნდოვი 1, ჯ. ისმაილოვი, ჰ. ისმაილოვი, აზიზოვი, შარიფლი – მწვ. ჰ. აბდულაევი
საქ: ცინცაძე, სილაგაძე – მერკვილაძე 6, ყორიაული 6, არსენაშვილი 5, ზარნაძე 4, ძნელაძე 2, ბაინაზიშვილი 2, ჯ. იმნაძე 1, გველესიანი 1, ახალბედაშვილი 1, ხელაძე, გვაზავა – მწვ. ორჯონიკიძე, მეტრეველი
მსაჯები: ო. ალიევი – ი. ალიევი (აზე)
აზერბაიჯანი (ახალგ) – ერაყი 19-36
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი (საქ)
9 მაისი. აზერბაიჯანი (ახალგ.) – საქართველო 27-33
აზე: მამედზადე, მანსუროვი – ნაზარალიევი 9, სალიმოვი 5, მურადოვი 4, ალიევი 3, მამედოვი 2, ნაჯიევი 1, ნოვრუზოვი 1, აბდულაევი 1, მამადლი 1, აფსალოვი, იბრაჰიმლი, მამედიაროვი, ეიგუდლუ – მწვ. რ. ჰუსეინოვი
საქ: ცინცაძე, სილაგაძე 1 – რუსტამოვი 8, არსენაშვილი 7, ზარნაძე 5, ყორიაული 5, ბაინაზიშვილი 2, მერკვილაძე 2, ხელაძე 1, ძნელაძე 1, ჯ. იმნაძე 1, გველესიანი, ახალბედაშვილი გვაზავა
მსაჯები: ვ. ალიევი – ერნ. აღაქიში (აზე)
აზერბაიჯანი (ეროვ.) – ერაყი 21-39
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი (საქ)
10 მაისი. საქართველო (კლუბების ნაკრები) – ერაყი (ეროვნული) 20-41
საქ: სილაგაძე, ცინცაძე – მერკვილაძე 7, რუსტამოვი 4, ყორიაული 3, არსენაშვილი 3, ზარნაძე 2, ბაინაზიშ ვილი 1, ძნელაძე, გველესიანი, ჯ. იმნაძე, ხელაძე, ახალბედაშვილი, გვაზავა – მწვ. ორჯონიკიძე, მეტრეველი
ერ: ბილალი, ჰ. ჰუსეინი – ჯოსიმი 7, მოჰანადი 6, ა. ჰუსეინი 6, ბადეზალდანი 6, ა. ალი 4, ა. მოჰამედი 3, ნაჯიდი 2, მაითამი 2, რ. ალი 2, აჰმედი 1, ს. მოჰამადი 1, რაედი 1
მსაჯები: ო. ალიევი – ი. ალიევი (აზე)
აზერბაიჯანი (ეროვ.) – აზერბაიჯანი (ახალ.) 34-39
კლუბების ნაკრები აზერბაიჯანში
GK: ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ თელავი), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)
უკანა ხაზი: დავით ყორიაული (1998, იმედი-სტუ თელავი), გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი-სტუ თელავი), ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), რატი გვაზავა (1998, პეგასი)
LW: ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)
RW: გიორგი ახალბედაშვილი (1997, გორი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)
P: მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), ერეკლე არსენაშვილი (1998)
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, ბექა ორჯონიკიძე; ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი