მეოთხე საგზური ქუთაისმა მოიპოვა
საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატზე დასრულდა რეგულარული, ორწრიანი ტურნირი. ფინალური ოთხეულის ბოლო საგზური მოიპოვა ქუთაისმა, ვინც ბოლო ტურში დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი – 46-32. პეგასმა წააგო ტექნიკურ უნივერსიტეტთან, 32-39, ბათუმმა მოუგო სამტრედიას – 40-28. 25 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ ბათუმი-ქუთაისი, სტუ-სამტრედია. ჩემპიონი 26 მაისს გამოვლინდება.
ფინალური ოთხეული იგივეა, როგორიც წინა სეზონში იყო. ბოლო ტურის წინ შანსები ჰქონდა თბილისის პეგასს, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდი საკუთარის გარდა სხვა მატჩების შედეგებზეც იყო დამოკიდებული. ხელვაჩაურში, პირველივე მატჩში სამტრედია 28-40 დამარცხდა ბათუმთან და ამის შემდეგ პეგასს მიზერული, თეორიული შანსი დარჩა – ქუთაისს უნდა წაეგო მერვე ადგილზე მყოფ ფოთთან. ასე არ მოხდა, ქუთაისელებმა 46-32 გაიმარჯვეს და მეოთხე ადგილი გაინაღდეს.
პეგასი თავადაც დამარცხდა შარშანდელ ჩემპიონ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, 32-39 და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. მეექვსეზე გავიდა ქარიშხალა, ვინც მთელი თამაში აგებდა თელავის იმედთან, მაგრამ დაბოლოება უკეთ წარმართა – 35-34.
მეშვიდე-მერვეზე დარჩნენ იმედი და ფოთი. ეს ორი გუნდი 29-31 მაისს წრიულ ტურნირს ითამაშებს პირველი ლიგის პრიზიორებთან, რუსთავთან და წყალტუბოსთან. აქ გათამაშდება 2016-17 სეზონის უმაღლესი ლიგის ერთადერთი საგზური, მეორე კი მოიპოვ პირველი ლიგის ჩემპიონმა, გორმა.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2015-16. უმაღლესი ლიგა, კაცები
14 ტური, 15 მაისი. ხელვაჩაური
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – სამტრედია 40-28
ბათ: ანდრიაძე – წითელიშვილი 11, სურმავა 7, აბრამიშვილი 6, ქარდავა 4, მაისურაძე 3, გ. კობახიძე 3, ვინოგრადსკი 2, ჭანტურია 2, მაისაშვილი 1, გოგალაძე 1, წივწივაძე, ყაველაშვილი
სამ: სამიტაშვილი, ნემსიწვერიძე – გოგოლაძე 12, გიორგაძე 4, ანტონოვიჩი 4, ცხვარაძე 3, თევზაძე 2, გეგია 2, ნიკურაძე 1, ხაჟომია, ვ. ზურაბიანი
ოქროს ვერძი ფოთი – ქუთაისი 32-46
ფოთ: ცერცვაძე – გამზარდია 10, ალანია 9, მიქაძე 6, ბიბილეიშვილი 3, ბაჯალაძე 2, ჟვანია 1, შარტავა 1
ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – გრიშიკაშვილი 12, კვერნაძე 7, კბილაშვილი 7, რუსტამოვი 6, მერკვილაძე 5, უ. კობახიძე 3, მათნაძე 3, ჩიხლაძე 2, ჯუღელი 1, მამისეიშვილი
მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ, რუსლან პერეპელიცა (უკრ) დელეგატი: ლევან გელაშვილი
თბილისი, არენა 2
იმედი თელავი – ქარიშხალა 34-35
იმ: ხარაიშვილი, ლორია – იობაშვილი 8, ვალიევი 5, აბაშიძე 4, ნარსია 4, ცისკარიშვილი 3, მიქავა 3, ბაინაზიშვილი 3, გოგუა 2, ყორიაული 1, სლემანოვი 1
ქარ: ხანდოლიშვილი – მამულაშვილი 12, ბულბულაშვილი 10, ზ. ფერაძე 8, გ. ფერაძე 2, ჭინჭარაძე 2, ასაბაშვილი 1, საჯაია, თიგიშვილი, გობეჯიშვილი
პეგასი – სტუ 32-39
პეგ: ცინცაძე, ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 10, ლაპიაშვილი 7, ცხოვრებაძე 7, აბჟანდაძე 4, ზარნაძე 2, ბაძაღუა 1, კაჭკაჭაშვილი 1, გოგავა, ბულია, ბერაძე
სტუ: ტორონჯაძე, ა. მღებრიშვილი – ორჯონიკიძე 14, არსენაშვილი 7, სტურუა 6, ჯორბენაძე 5, სამიტაშვილი 4, ჭელიძე 2, აგაჯანოვი 1, მ. კობახიძე, ბაზანოვი, ჩაკვეტაძე
მსაჯები: ემილ აღაქიში, ერნესტ აღაქიში (აზე) დელეგატი: თამაზ თევზაძე
15/05 | გუნდი |
თ |
მ |
ფ |
წ |
გატ:გაშ |
სხვ |
ქულა |
1 | ბათუმი | 14 | 12 | 0 | 2 | 491:366 |
+125 |
24 |
2 | ↑ სტუ | 14 | 11 | 0 | 3 | 471:429 |
+42 |
22 |
3 | ↓ სამტრედია | 14 | 9 | 0 | 5 | 530:468 |
+62 |
18 |
4 | ↑ ქუთაისი | 14 | 9 | 0 | 5 | 483:471 |
+2 |
18 |
5 | ↓ პეგასი |
14 | 8 | 0 | 6 | 464:464 |
0 |
16 |
6 | ქარიშხალა | 14 | 4 | 0 | 10 | 486:549 |
-63 | 8 |
7 | იმედი თელავი | 14 | 1 | 1 | 12 | 392:451 | -59 | 3 |
8 | ფოთი | 14 | 1 | 1 | 12 | 462:581 |
-119 | 3 |
ფინალური ოთხეული: 25-26 მაისს თბილისში
ნახევარფინალი, 25 მაისი. ბათუმი-ქუთაისი, სტუ-სამტრედია
(ამავე დღეს, ქალთა ჩემპიონატის ნახევარფინალი: ყვარელი-წყალტუბო, პეგასი-მამული)
გადასასვლელი ტურნირი: იმედი, ფოთი, რუსთავი, წყალტუბო – 29-31 მაისს, თბილისში