მედია აკრედიტაცია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის დაიწყო

ყველა დაინტერესებულ პირს განაცხადის გაკეთება შეუძლია ევროპის ხელბურთის ფედერაციის სპეციალური ონლაინ აკრედიტაციის სისტემის მეშვეობით:

https://accreditation.ehf.eu/

ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლები განაცხადის გაკეთებამდე უნდა დაუკავშირდნენ EHF-ს მედია და მარკეტინგის პარტნიორ Infront Sports & Media-ს, რათა მიაღწიონ შეთანხმებას მედიის შესაბამის უფლებებზე.

Infront Sports & Media შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:

Handball_EURO_OPS@infrontsports.com

მედიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ აქვთ ანგარიში, უნდა შექმნან ის, სანამ შეძლებენ ღონისძიებაზე განაცხადის გაკეთებას.

რამოდენიმე პირის აკრედიტაციისათვის შესაძლებელია შექმნას კომპანიის ანგარიში https://accreditation.ehf.eu/company-ის საშუალებით.

აკრედიტაციის მოთხოვნის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 ნოემბერი, 23:59 საათი.

გერმანიის ხელბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ღონისძიებათა პარტნიორთან Deutsche Bahn-თან ერთად უზრუნველყო უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექვსივე მასპინძელ ქალაქში მედიის ყველა წარმომადგენლისთვის. უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოქმედი მედია აკრედიტაციის შემთხვევაში.

📸 EHF

Leave a Reply