მარცხი ჯგუფის ლიდერ ისლანდიასთან
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და სახლში ჯგუფის ფავორიტ ისლანდიასთან ხუთი ბურთის სხვაობით დამარცხდა. მატჩის საუკეთესოდ გიორგი დიხამინჯია დასახელდა (9 გოლი).
სტატისტიკა
გ. დიხამინჯია (9 გოლი), გ. ცხოვრებაძე 5, ი. კბილაშვილი 3, თ. ორჯონიკიძე 3, ე. არსენაშვილი 3, გ. ლაპიაშვილი 2, ა. პატაშური, ხ. რუსტამოვი, გ. არეშიძე, ი. გოგოლაძე, ზ. გოგავა, დ. გრიშიკაშვილი, ზ. აბრამიშვილი, მ. გავაშელიშვილი
ზ. ცინცაძე – 34 დარტყმა / 9 მოგერიება / 26%
დ. ნიქაბაძე – 11 დარტყმა / 6 მოგერიება / 55%
ჩვენი გუნდი მე-3 ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად.
თამაშების განრიგი:
12-13 მარტი საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა
15-16 მარტი ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
7-8 მაისი საქართველო – საბერძნეთი
10-11 მაისი ისლანდია – საქართველო
საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (დანია, ნორვეგია, შვედეთი) 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
—
ნაკრების სპონსორია
ნაკრების პარტნიორია