მამული, ქარიშხალა, პეგასი
გლდანის სახელბურთო დარბაზში გაიმართა თბილისის პირველობა 2000 წელს და გვიან დაბადებული გოგონებს შორის. ჩემპიონი გახდა მამული, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 14-11 დაამარცხა ქარიშხალა.
სულ თბილისის სამი კლუბის გოგონათა გუნდი გამოვიდა – მამული (მწვრთნელი ჯულია კასიანი), პეგასი (ნინო წივწივაძე) და ქარიშხალა (ირმა ციცქიშვილი). მამულმა 18-9 მოუგო პეგასს, ხოლო პეგასისა და ქარიშხალას მატჩი ფრედ, 11- 11 დასრულდა. მეორე ადგილი ბურთების უკეთესი სხვაობით ქარიშხალამ მოიპოვა, პეგასი მესამეზე დარჩა.
ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრები შემოდგომით შეიკრიბება. 2017 წელს გუნდს უკვე უწევს ევროპის ჩემპიონატი ჩვიდმეტწლამდელ გოგობათა შორის.
ხელბურთი. თბილისის პირველობა 2016. გოგონები, 2000-01. გლდანი
მამული-პეგასი 18-9, ქარიშხალა – პეგასი 11-11, მამული-ქარიშხალა 14-11