მაკრონის მაღაზია უკვე საქართველოშიც გაიხსნა

თბილისში გაიხსნა “Macron Sports Hub Tbilisi”, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ტექნიკური პარტნიორის, სპორტული ტანსაცმლის სახელგანთქმული იტალიური ბრენდი “Macron”-ის პირველი ოფიციალური მაღაზია. მაღაზიის გახსნას საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ვახტანგ მეიფარიანი (პრეზიდენტი) და ირაკლი კეკელიძე (ფინანსური დირექტორი) ესწრებოდნენ.

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ფორმის შეძენა შეგიძლიათ, როგორც ადგილზე ასევე შეკვეთით.

თენგიზ შეშელიძის ქუჩა N88, თბილისი

+995 574 238 811

tbilisi@macron.com

hubs.ge

Leave a Reply