ლიდერმა ქულა დაკარგა
საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში 31-31 ქულით ლიდერობენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თელავის იმედი. ბათუმმა დღეს ფრედ, 29-29 ითამაშა პეგასთან, ხოლო იმედმა 40-28 დაამარცხა სამტრედია და კონკურენტს დაეწია. ამ ორ გუნდს 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისი, რომელიც ხვალ იმედს ეთამაშება.
პეგასს აკლდა ტრავმირებული გოგავა, ხოლო ბათუმმა დაიმატა აკაკი ტალახაძე, რომელიც წინა სეზონში ირანის ჩემპიონატში გამოდიოდა. შავი ზღვის ბიჭებმა მეტოქეს დამაჯერებლად, 18-12 აჯობეს პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევრის პირველი 20 წუთი პეგასმა 14-5 მოიგო და 26-23 დაწინაურდა. ბათუმმა გაათანაბრა და ერთი ბურთით წინაც გავიდა, მაგრამ ბოლო წუთზე, რიცხვობრივი ნაკლებობისას ზარნაძემ წონასწორობა აღდგინა – 29-29. დარჩენილ 30 წამში ბათუმი 6 მოთამაშით უტევდა 4 თბილისელს, მაგრამ ბურთი დაკარგა და თამაში ასეც მორჩა. პეგასს მეოთხე ადგილი და პლეიოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს.
თელავის გუნდმა პირველი ნახევარი 17-15 მოუგო სამტრედიას, მაგრემ მეორეში სხვაობა გაზარდა – 40-28, სტუ-ქარიშხალამ კი პირიქით, შესვენემამდე 21-13 აჯობა წყალტუბოს, თუმცა, მეორეში ეს სხვაობა შესანარჩუნებელი გაუხდა, 38-35.
ქუთაისმა 43-35 დაამარცხა გორი და ხვალ, ტურის ცენტრალურ მატჩში თელავს ეთამაშება. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2
17 აპრილი. პეგასი – BSB ბათუმი 29-29
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ზარნაძე 9, კალანდაძე 9, ლაპიაშვილი 6, ბაძაღუა 2, ქათამაძე 2, გვაზავა 1, კუხალაშვილი
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – აბრამიშვილი 7, გოგოლაძე 7, ტალახაძე 5, ქარდავა 4, ბულბულაშვილი 3, ხაჟომია 2, სტურუა 1, თევზაძე, წივწივაძე, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი
მსაჯები: სიარჰეი კულიკ – ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)
სამტრედია – იმედი თელავი 28-40
სამ: შველიძე – გაგუა 10, ხომერიკი 6, თევზაძე 5, ძნელაძე 3, ადამია 2, ხელისუფალი 1, მანაგაძე 1, ქავზინაძე, ნადირაძე
თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 9, ცისკარიშვილი 5, იობაშვილი 5, გიორგაძე 5, ალანია 4, ერისთავი 4, დოლმაზაშვილი 2, გულდედავა 2, აბჟანდაძე 2, მიქავა 1 გავაშელიშვილი 1, ბაინაზიშვილი, ბერაძე, კორსანტია
მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი
წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 35-38
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 12, მ. გველესიანი 6, გელა გველესიანი 5, შვანგირაძე 5, გიორგაძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, კახაია, ნიჟარაძე
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ჩიკვილაძე 12, მამულაშვილი 11, თიგიშვილი 6, ოსიყმაშვილი 5, გურასპაული 2, ასაბაშვილი 2, ბარკალაია
მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი
გორი – ქუთაისი 35-43
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ზუბიაშვილი 11, ანტონოვიჩი 8 , დალაქიშვილი 8, ოსეფაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ზოზიაშვილი 1
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – სიმონია 8, გრიშიკაშვილი 8, მერკვილაძე 7, კბილაშვილი 7, რუსტამოვი 4, გოგალაძე 2, ლომიძე 2, გამზარდია 2, მათნაძე 1, ფერაძე 1, ჭელიძე 1, კობახიძე
მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ – ვალერი როჟკოვ (უკრ)
————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ
BSB ბათუმი——–18–14—3—1–660-503–31
იმედი თელავი—-18–15—1—2–626-502–31
ქუთაისი————18–14—1—3–666-523–29
პეგასი—————18–10—1—7–650-613–21
გორი—————-18—8—0—10–605-660–16
სტუ-ქარიშხალა—18—5—0–13–560-594—10
წყალტუბო———18—2—0–16–522-682—4
სამტრედია———18—1—0–17–471-683—2
18 აპრილი
12:00 სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი
14:00 გორი – სამტრედია
16:00 ქუთაისი – იმედი თელავი
18:00 წყალტუბო – პეგასი
19 აპრილი
12:00 BSB ბათუმი – გორი
14:00 იმედი თელავი – წყალტუბო
16:00 ქუთაისი – პეგასი
18:00 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია
20 აპრილი
12:00 ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა
14:00 სამტრედია – პეგასი
16:00 BSB ბათუმი – იმედი თელავი
18:00 გორი – წყალტუბო
ფინალური ოთხეული 5 მაისი: ნახევარფინალი, 6 მაისი: ფინალი