ლიდერი ოფიციალურად შეიცვალა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგას ლიდერობს ხელბურთის კლუბი ქუთაისი, ვინც დღეს ხელვაჩაურში დაამარცხა  სამტრედია – 41-31 და 16 ქულა დააგროვა. ბათუმმა 50-31 მოუგო წყალტუბოს და ხვალინდელი გამარჯვების შემთხვევაში, სამტრედიასთან, მეორე ადგილზე გადავა. 

ქუთაისს წინა მატჩში მძიმე ბრძოლა გადახდა ბათუმთან და ალექსანდრე ბოყოჩაძე რამდენიმე მოთამაშეს ასვენებდა. წინა მატჩის გმირმა უჩა გამზარდიამ პირველი გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. თუმცა, გამოჩნდნენ ახალი ლიდერები – მარცხენა გარემარბმა ჩიხლაძემ პირველ ტაიმში, თავისი კუთხიდან და სწრაფი გარღვევებიდან 7 გოლი გაიტანა, ხაზის მოთამაშე ჯუღელს კი ჯამში 11 გოლი დაუგროვდა.

ქუთაისელებმა პერსონალურად აივანეს სამტრედიის გამთამაშებელი თევზაძე, თუმცა ის მაინც ახერხებდა შეტევაში ჩართვას და მარტო შესვენებამდე 8 გოლი გაიტანა (4 – 7 მეტრიდან ), ხოლო მეკარე ხონელიძემ ზედიზედ მოიგერია 3 შვიდმეტრიანი. ამის წყალობით ქუთაისმა სულ 3 ბურთით მოიგო პირველი ტაიმი (17-14), მეორეი კი ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგა ზურაბიანის ორწუთიანი გაძევება მეორე ნახევრის შუაში (22-22), რომლის დროსაც ქუთაისმა ორი გოლი გაიტანა და შემდეგ უკვე სწრაფად დაიწყო სხვაობის ზრდა – 41-31.

ლიდერები დაასვენეს მამუკა მჟავანაძემ და მერაბ ჭანტურიამაც და გამოსცადეს ბათუმის ახალგაზრდობა – მეკარე ვარშალომიძე, ტარიელ მჟავანაძე და ვასაძე. „შავი ზღვის ბიჭებმა“ 50-31 მოუგეს წყალტუბოს.

ხვალ, 11 საათიდან, ხელვაჩაურის სპორტსკოლის დარბაზში თამაშობენ წყალტუბო-ქუთაისი, ბათუმი-სამტრედია, ამის შემდეგ ჩემპიონატი თბილისში, 13 მარტს განახლდება.

ხელვაჩაურიდან ყველა მატჩის საყურებელი ბმული, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაიდება ხელბურთის ფედერციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF. იქვე იქნება ყველა მატჩის ჩანაწერი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

8-10 ტურები. ხელვაჩაურის არენა. 23-25 თებერვალი

24 თებერვალი. BSB ბათუმი – წყალტუბო 50-31

ბათ: ანდრიაძე, ვარშალომიძე, სამყურაშვილი – აბრამიშვილი 12, ქარდავა 8, გოგოლაძე 7, ბერძენიშვილი 6, მჟავანაძე 5, გ. კობახიძე 4, სურმავა 4, ყაველაშვილი 3, ვასაძე 1, გოგალაძე

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ჩაკვეტაძე 9, მეტონიძე 6, ხელაძე 5, შვანგირაძე 4, ბენიძე 3, ციბაძე 3, დარსაველიძე 1, გოგიძე,   ბაბუნაშვილი

სამტრედია – ქუთაისი 31-41

სამ: ხონელიძე, შველიძე – თევზაძე 12, ხაჟომია 8, ნიკურაძე 4, ცხვარაძე 3, ძნელაძე 2, ზურაბიანი 2, სხვიტარიძე, ანტონოვიჩი

ქუთ: ცერცვაძე – ჯუღელი 11, ჩიხლაძე 8, სიმონია 7, ჭელიძე 4, ალანია 4, გამზარდია 3, მათნაძე 3, რუსტამოვი 1, უ. კობახიძე, მერკვილაძე, ლომიძე

მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

ქუთაისი————-9—8—0—1–324-274-16

სტუ-ქარიშხალა—-10—7—1—2–335-286-15

BSB ბათუმი———9—7—0—2–343-263-14

იმედი თელავი—–10—5—1—4–310-278-11

პეგასი—————10—5—1—4–358-323-11

სამტრედია———-9—3—0—5–307-328–6

წყალტუბო———-9—2—0—7–272-429–2

გორი—————-10—6—1—9–350-418–1

25 თებერვალი

11:00 წყალტუბო – ქუთაისი

12:40 სამტრედია – BSB ბათუმი

11-14 ტურები: 13-16 მარტს, თბილისში

21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში

Leave a Reply