ლიდერთა ფრე ბოლო ტურში
საქართველოს ჩემპიონატის ტური 1998–99 წელს დაბადებულთა შორის უაღრესად დრამატული მატჩით დასრულდა: ქარიშხალა–პეგასი 29:29.
დროის უმეტესი ნაწილი პეგასი ლიდერობდა 1–2 ბურთით და მეორე ტაიმის ბოლოსკენ ორჯერ ჰქონდა რიცხობრივი მეტობა, მაგრამ შარშანდელი ჩემპიონი სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდა.
მას შემდეგ, რაც ქარიშხალამ ანგარიში გაათანაბრა, თამაში კარგახანს მიდიოდა ქულა–ქულაში, და ბოლოსკენ, მეორე ტაიმში ერთადერთხელ, ფერაძემ დააწინაურა შარშანდელი ჩემპიონი – 28:27. პეგასმა ისევ მოახერხა წინ გასვლა ზარნაძისა და გაწერელიას გოლებით, ბულბულაშვილმა გაათანაბრა (29:29) და ბოლო წუთზე ჰქონდა შანსი, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მას 6 მეტრიდან სასწაულებრივად აუღო პეგასის მეკარე ზურაბიშვილმა.
პეგასი ახლა ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს თბილისის ჯგუფში, სადაც სათამაშოა კიდევ ერთი წრე, რის შემდეგაც 3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას მეორე წრეში გააგრძელებს.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99
თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)
პირველი ტური, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი
მეხუთე დღე. 2 ოქტომბერი, ოთხშაბათი – სპორტკომპლექსი არენა
მამული – შევარდენი 27:21
მამ: დავითაშვილი,კორაშვილი 10, შევჩენკო 9, სხვიტარიძე 4, ისმაილოვი 2, წულიაშვილი 1, ლაგვილავა, ტალახაძე, თოდუა, ძაგანია, გეჯაძე, ცხვეტიანი
შევ: სადირინი, კოპალიანი, ზაალიშვილი 7, მიჩილაშვილი 4, ბაზანოვი 4, გიგაური 2, თიგიშვილი 2, ინანიშვილი 2, მარტიაშვილი, მეძმარიაშვილი, მესხიშვილი, აგაჯანოვი, ბულია, შაქარაშვილი, დოლიძე, გოროზია
ქარიშხალა – პეგასი 29:29
ქარ: ხანდომიშვილი, ფარესიშვილი, კბილაშვილი 9, გოგუა 6, ბულბულაშვილი 4, ფერაძე 4, მამულაშვილი 3, არსენიშვილი 2, ჭინჭარაძე 1
პეგ: ზურაბიშვილი, ნაზღაიძე 10, გოგავა 5, ცხოვრებაძე 5, მაისურაძე 4, გაწერელია 3, ზარნაძე 2, ბაბუციძე
ქარელი – იმედი 9:22
ქარ: ცერცვაძე, მეტრეველი 5, ნონაშვილი 3, ლომიტაშვილი 1, მეარაყიშვილი, გონგლიაშვილი, ელბაქიძე, გოგიჩაშვილი, კოშკაძე, კურტანიძე, ასკაროვი
იმე: ხორავა, რიკაშვილი, იობაშვილი 5, ბაინაზაშვილი 5, ხარაიშვილი 4, თურქაძე 3, მღებრიშვილი 2, რუსტამოვი 1, აბრამიძე 1, მელაშვილი 1
მსაჯები: ინა ჭკუასელი 3 თამაში, გაგა სამყურაშვილი 2, ელენე არაბული 1
მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ
პეგასი––––––4 1 0 152–88 9
ქარიშხალა––4 1 0 137–78 9
მამული–––––3 0 2 108–111 6
იმედი––––––2 0 3 111–107 4
შევარდენი––1 0 4 88–121 2
ქარელი––––– 0 0 5 31–122 0
ბომბარდირები: თამაზ კორაშვილი (მამული) 41 გოლი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა) 33, მიხეილ ნაზღაიძე (პეგასი) 32, ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა) 29, ხაზეინ რუსტამოვი (იმედი) 27, ნოდარ მაისურაძე (პეგასი) 27, ლექსო სხვიტარიძე (მამული) 24, ნუკრი მეტრეველი (ქარელი) 21, ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) 20, ზეზვა იობაშვილი (იმედი) 20
მეორე ტური – 1-6 დეკემბერს, თბილისში
აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)
1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში
დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)
1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში
მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი