ლიდერთა მორიგი გამარჯვებები
შაბათ-კვირას, ტრადიციულად გაგრძელდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში. მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ლიდერებმა, პეგასმა და სამტრედიამ.
აღმოსავლეთის ლიგაში პეგასი თერთმეტიდან 11 მოგებით ლიდერობს, ხოლო დასავლეთში სამტრედიამ მხოლოდ ქულა დაკარგა: 17 ქულა 8 თამაშიდან. წლის ბოლომდე დარჩენილია 5 მატჩი აღმოსავლეთში და 2 – დასავლეთში, სადაც სამტრედია თავის უახლოეს მდევარს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს შეხვდება. თამაშები ამ შაბათ-კვირას გაიმართება.
ჯერ გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩემპიონები, გაზაფხულზე კი 4-4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ითამაშებს.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03
მეორე წრე
აღმოსავლეთი. 16 დეკემბერი, არენა 2. ქარელი – ქარიშხალა 25-35, ყვარელი-რუსთავი 26-14, თელავი-პეგასი 13-38, ქარელი – რუსთავი 25-28
პეგასი——–11–11—0—0–337-128—22
ყვარელი—–10—8—1—1—212-161—17
ქარიშხალა—10—7—0—3—221-209—14
რუსთავი—–12—4—0—8—231-309—8
თელავი——10—3—1—6—189-221—7
გორი———10—2—0—8—139-211—4
ქარელი——11—1—0–10—216-306—2
დასავლეთი. 17 დეკემბერი, ქუთაისი. ხელვაჩაური-ფოთი 22-31, ქუთაისი – ბსბ ბათუმი 24-28, სატრედია – ფოთი 25-22, აჭარა – ხელვაჩაური 32-27
სამტრედია—9—8—1—0—221-144—17
BSB ბათუმი–9—7—1—1—233-168—15
აჭარა———-9—6—0—3—238-193—12
ფოთი———10–3—0—7—211-230—6
ქუთაისი——9—3—0—6—169-271—6
ხელვაჩაური-10—0—0–10–225-291—0
მსაჯები: ნ. კევლიშვილი-თ. კევლიშვილი, ი.ჭკუასელი (თბილისი),
გ. გველესიანი-გ. ხაჭაპურიძე (წყალტუბო), დელეგატი: ბ. ორჯონიკიძე (თბილისი)