ლიგის ფავორიტს ლიდერი გამოაკლდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა უპრობლემოდ, 32-23 დაამარცხა დანიის ნიუკობინგი, მაგრამ სერიოზული ტრავმა მიიღო გუნდის ლიდერმა, ნორვეგიელმა ნორა მორკმა.
6 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2018-02-04-rewind-women-episode-08
მატჩის მიწურულს, დიორს უკვე მოგებული ჰქონდა თამაში, მაგრამ მორკი თავისი მერვე გოლის გატანის შემდეგ უხერხულად დაეცა და მუხლი დაიშავა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ 27 წლის მარცხენა შუამარბს დაუყოვნებლივ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდს, სავარაუდოდ, 6 თვე დასჭირდება. დიორს დარჩენილ 4 ტურში მეოთხედფინალში გასვლა არ გაუჭირდება, თუმცა, ფინალურ ოთხეულამდე, რომელიც 12-13 მაისს უნდა გაიმართოს ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე, მორკი ტრავმას ვერაფრით მოირჩენს. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი პროგნოზი ასეთია.
მეექვსე ტურის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა შარშანდელმა ფინალისტმა, კოპიეს ვარდარმა, რომელიც ექვსი მატჩიდან 12 ქულით ლიდერობს. შაბათ-კვირა ქალებს მეორე ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტური აქვთ, ხოლო ხვალ, 7 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ტურნირს კაცთა გუნდებიც განაახლებენ, კაცთა შეჯიბრებას კი ქართული არხი, სილკ სპორტი აშუქებს.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი
8 ტური, 3-5 თებერვალი
1 ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 10 ქულა, დიორი 8, როსტოვი 8, ნიუკობინგი 4, კრიმი 4, მიდტიულანდი 2
როსტოვ-დონი (რუს) – კრიმ მერკატორი (სლნ) 29-22
დემბელე 8, კაბრალი 5. ბულატოვიჩი, მანაგაროვა, ვიახირევა 4 – ომორეგი 8
მიდტიულანდი (დან) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 26-31
პედერსენი 6, ბურგორი 5 – ნიაგუ 10, ფრაფიორდი 8, კურტოვიჩი 4
დიორი (უნგ) – ნიუკობინგი (დან) 32-23
ხროტი, მორკი 8, კნედლიკოვა 4, ბოკო, გორბიცი, ოფტედალი 3 – ი. ვესტბერგი 6
2 ჯგუფი: ვარდარი 12, მეცი 8, ფერენცვაროში 6, ბუდუჩნოსტი 6, ბიტიგჰაიმი 2, ტიურინგერი 2
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ტიურინგერი (გერ) 29-21
მალოვიჩი 7, რაიჩევიჩი, გრბიჩი 6 – ლუზუმოვა 8
ბიტიგჰაიმი (გერ) – ვარდარი (მკდ) 26-38
ლაუენროთი, როზემალენი 7 – ცვიიჩი, პენეზიჩი 8, კუზნეცოვა, ლეკიჩი 6
მეცი (საფ) – ფერენცვაროში (უნგ) 27-25
გროსი 10, შმიტსი 4, უეტი, ზაადი 3 – ლუკაჩი 7, ჰაფრა 4
7 ტური: 10-11 თებერვალს
—
ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი
11 ტური, 7-11 თებერვალი
A ჯგუფი
ვარდარი 18 – ნანტი 15, ბარსელონა 12, რაინ–ნეკარი 12, სეგედი 9, კრისტიანსტადი 6 – ზაგრები 4, ვისლა 4
10 თებ. ვისლა-ზაგრები, კრისტიანსტადი-ნანტი, ბარსელონა-ვარდარი,11 თებ: რაინ ნეკარი – სეგედი
B ჯგუფი:
პსჟ 18 – ფლენზბურგი 14, ვესპრემი 13, კილი 11, კელცე 8, მეშკოვ ბრესტი 7 – ცელიე 5, ოლბორგი 4
7 თებ: კილი-ვესპრემი, ბრესტი-ოლბორგი, 11 თებ: ცელიე-პსჟ, ფლენზბურგი-კელცე
A, B: პირველი ადგილები – მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C და D ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად:
ლეონი (ესპ) – მონპელიე (საფ), მოტორი (უკრ) – სკიერნი (დან): 24 თებერვალი – 4 მარტი