ლიგის მატჩების უმეტესობა გადაიდო
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ტურში 16-დან მხოლოდ 8 მატჩი გაიმართა. ბოლო თამაშში გერმანიის ფლენზბურგმა ნორვეგიაში 30-29 დაამარცხა ელვერუმი და პოლონეთის კელცესთან ერთად ლიდერობს A ჯგუფს.
B ჯგუფში უდანაკარგოდაა ბარსელონა: 8 თამაში, 16 ქულა. 17 და 22 დეკემბერს სამი გამოტოვებული მატჩია დანიშნული, ამის გარდა კი 19 გადადებული თამაშის თარიღი უცნობია.
28-29 დეკემბერს კიოლნში გაიმართება წინა, 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეული. ნახევარფინალური წყვილები ასეთია: კილი-ვესპრემი, ბარსა-პსჟ. 2021 წლის 13-31 იანვარს ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატია.
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 10 ტური, 9-10 დეკემბერი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი. კელცე 13 ქულა (8 თამაში), ფლენზბურგი 13 (8), მეშკოვი 9 (8), პსჟ 6 (6), პორტუ 6 (8), სეგედი 4 (6), ვარდარი 3 (5), ელვერუმი 2 (7)
ელვერუმი (ნორ) – ფლენზბურგი (გერ) 29-30
სეგედი (უნგ) – მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) 30-27
17 დეკემბერს: კელცე – პორტუ, ელვერუმი – მეშკოვ-ბრესტი
22 დეკემბერს: სეგედი – ვარდარი
9 ტური. ფლენზბურგი (გერ) – სეგედი (უნგ) 26-24
მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) – ელვერუმი (ნორ) 29-27
9 გადადებული მატჩი: (1 ტურიდან) სეგედი – პსჟ, (2) ვარდარი – ელვერუმი, (6) სეგედი – ფლენზბურგი, პსჟ – ვარდარი, (7) ელვერუმი – სეგედი, (8) მეშკოვი – ფლენზბურგი, (9) პსჟ – კელცე, პორტუ – ვარდარი (10) ვარდარი – პსჟ
B ჯგუფი. ბარსა 16 (8), ვესპრემი 13 (8), ოლბორგი 10 (9), მოტორი 8 (7), კილი 7 (8), ნანტი 4 (6), ცელიე 2 (8), ზაგრები 0 (6)
ნანტი (საფ) – მოტორ ზაპოროჟია (უკრ) 31-32
9 ტური. ოლბორგი (დან) – ბარსა (ესპ) 32-35
ვესპრემი (უნგ) – კილი (გერ) 41-33
მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – ცელიე (სლნ) 31-29
10 გადადებული მატჩი: (4 ტურიდან) კილი – მოტორი, (5) ვესპრემი – ბარსა, მოტორი – ნანტი, (6) ნანტი – ზაგრები, (7) ცელიე – ნანტი, (8) მოტორი – ზაგრები, (9) ზაგრები – ნანტი (10) ცელიე – ზაგრები, ბარსა – ვესპრემი, კილი – ოლბორგი