ლიგაში მერვედფინალის წყვილები გამოვლინდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის კაცთა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გამოვლინდა 6 მერვედფინალური წყვილი, ხოლო ჯგუფების გამარჯვებულები, საფრანგეთის პსჟ და მაკედონიის ვარდარი პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ. 

კაცები. 14 ტურიმიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-14/1129254

ქალები. 9 ტურიმიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-11/1129519

A და B ჯგუფებიდან ბოლო ტურში გასარკვევი იყო მერვედფინალის ერთადერთი საგზურის ბედი. სამი მაძიებლიდან უარეს დღეში იყო შვედური კრისტიანსტადი, რომელიც სტუმრად ეთამაშებოდა უშუალო კონკურენტს, ზაგრებს, მაგრამ 27-24 მოიგო, ხოლო პოლონეთის ვისლამ მხოლოდ ქულა აიღო სკოპიეში შარშანდელ ჩემპიონ ვარდართან – 31-31. მერვედფინალში კრისტიანსტადი გავიდა, ხოლო ვარდარმა ამ ქულით ჯგუფში პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლა დაიბევა.

C და D ჯგუფებიდან მერვედფინალის ორი საგზურიმოიპოვეს საფრანგეთის მონპელიემ, ვინც მეორე თამაშიც მოუგო ესპანეთის ლეონს (20-19) და დანიის სკიერნმა, ვინც პირველი წაგების შემდეგ საჭიროზე მეტი სხვაობით დაამარცხა უკრაინის მოტორი – 33-26.

ქალთა ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში გამოვლინდა მეშვიდე მეოთხედფინალისტი – მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, რომელმაც სტუმრად 25-24 მოუგო გერმანიის ტიურინგერს. მერვეს ვინაობა ცნობილი გახდება ბოლო ტურში. გადამწყვეტი იქნება დანიური დერბი მიდტიულანდსა და ნიუკობინგს შორის.  

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

ბოლო, 14 ტური, 3-4 მარტი

ჯგუფი:

ვარდარი 21 – ბარსელონა 20, ნანტი 20, რაინნეკარი 17, სეგედი 13, კრისტიანსტადი 8 – ვისლა 7, ზაგრები 6  

რაინ ნეკარი (გერ) – ნანტი (საფ) 30-30

ზაგრები (ხორ) – კრისტიანსტადი (შვდ) 24-27

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31-31

ბარსელონა (ესპ) – სეგედი (უნგ) 28-27

ჯგუფი:

პსჟ 23 – ვესპრემი 18, ფლენზბურგი 18, კილი 16, კელცე 15, მეშკოვ ბრესტი 10 – ცელიე 7, ოლბორგი 5

კელცე  (პოლ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 33-28

ვესპრემი (უნგ) – ცელიე (სლნ) 29-22

ოლბორგი (დან) – ფლენზბურგი (გერ) 24-31

პსჟ (საფ) – კილი (გერ) 29-29

და ჯგუფები: პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: 

მონპელიე (საფ) – ლეონი (ესპ) 20-19 (28-24)

სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33-26 (30-32)

მერვედფინალი (ვარდარი და პსჟ გავიდნენ პირდაპირ მეოთხედფინალში)

21-25 მარტი/28 მარტი-1აპრილი: მონპელიე-ბარსელონა, სკიერნი-ვესპრემი, მეშკოვ ბრესტი-ნანტი,

კრისტიანსტადი-ფლენზბურგი, კელცე-რაინ ნეკარი, სეგედი-კილი

ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

9 ტური, 2-4 მარტი თებერვალი

1 ჯგუფი: დიორი 14, CSM ბუკურეშტი 13, როსტოვი 13, ნიუკობინგი 5 – კრიმი 5, მიდტიულანდი 4

ნიუკობინგი (დან) – დიორი (უნგ) 24-32

კრიმ მერკატორი (სლნ) – როსტოვ-დონი (რუს) 26-35

CSM ბუკურეშტი (რუმ) – მიდტიულანდი (დან) 29-24

2 ჯგუფი: ვარდარი 16, ფერენცვაროში 12მეცი 12, ბუდუჩნოსტი 8 – ტიურინგერი 4, ბიტიგჰაიმი 2

ვარდარი (მკდ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 30-22

ფერენცვაროში (უნგ) – მეცი (საფ) 29-27

ტიურინგერი (გერ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 24-25

ბოლო, 10 ტური: 10-11 მარტს (მიდტიულანდი-ნიუკობინგი, დიორი – კრიმი).

Leave a Reply