
ლეგიონერებისიახლეები
ლეგიონერი | ირაკლი კბილაშვილმა რუმინეთის სუპერთასის ნახევარფინალში სამი გოლი გაიტანა
ხელბურთში რუმინეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი სუპერთსის გათამაშებით დაიწყო, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს – „დინამო“ ბუქარესტი, „ტურდა“, „მინაურ ბაია მარე“ და „ბუზაუ“.
ნახევარფინალში „ტურდა“, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი ირაკლი კბილაშვილი თამაშობს, ბუქარესტის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 27:34 დამარცხდა.
ირაკლი კბილაშვილმა ამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 22 აგვისტოს „ტურდა“ „მცირე ფინალში“ „ბუზაუს“ დაუპირისპირდება, ტიტულისვის კი ბუქარესტის „დინამო“ და „მინაუ ბაია მარე“ ითამაშებენ.