ლეგიონერი | გიგა მელიავა კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი გიგა მელიავა კარიერას საბრძნეთის ქალაქ ედესას კლუბ „აეროპოსში“ გააგრძელებს – ინფრმაციას ბერძნულ კლუბი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ 2025–2026 წლების სეზონისთვის ჩვენს გუნდში ქართველ ხელბურთელი, გიგა მელიავა ითამაშებს.

გიგა მელიავა, უკანა ხაზის მოთამაშეა, მან გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა სლოვაკეთის პირველი ლიგის კლუბ „ჰლოჰოვეცში“, სადაც მან გასულ სეზონში 100 გოლი გაიტანა.

მელიავას უთამშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს და სულ ახლახანს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც მოსინჯა ძალები.

საქართველოსა და სლოვაკეთის გარდა, თამშობდა სერბეთში.

ეს ტრანსფერი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა, რომელიც გუნდს დაეხმარება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, და ხელს შეუწყობს მიზნების მიღწევაში. გიგას გულით ვესალმებით ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და გამარჯვებებით სავსე სეზონს“, – წერია ბერძნული კლუბის განცხადებაში.

Leave a Reply