ლეგიონერი | აკა პატაშური კარიერას გერმანიაში განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი აკა პატაშური გერმანიის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს.

„ჩვენი კლუბი საქართველოს ნაკრების ხელბურთელით გაძილერდა – აკა პატაშურმა „ლუბენაუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

192 სმ. სიმაღლის პატაშურს გამორჩეული თამაშის ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. აკა ჩვენი გუნდის თამაშს მრავალფეროვნებას შემატებს.

მან კარიერა 12 წლის ასაკში, საქართველოში, „პეგასში“ დაიწყო. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

2024 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთსა და ისლანდიის ნაკრებებთან მატჩებში.

პატაშურს საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს – თამაშობდა საბერძნეთის კლუბ „დიომიდის არგოსში“, საიდანაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა და ბსბ-ს ღირსებას იცავდა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, აკა! წინ ორი წარმატებული და ემოციებით სავსე სეზონი გველის“, – ასე წარადგინა გერმანულმა კლუბმა ქართველი ახალწვეული.

Leave a Reply