ლეგიონერები | ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, რუსტამოვმა – რუმინეთის ჩემპიონატში [ვიდეო]

ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს. გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პოლონეთში პლოცკის „ვისლას“ დაუპირსიპირდა და 27:30 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ამ შეხვედრააში 2 გოლი გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ „ზაგრებს“ ჯერჯერობით მოგება არ ქვს. ხორვატული კლუბი მომდევნო შეხვედრაში 25 სექტემბერს საკუთრ მოედანზე „ბარსელონას“ უმაპისნძლებს.

რუმინეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩში „კონსტანტამ“ საკუთარ მოედანზე „ბაია მარე“ მიიღო. შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა.

მასპინძელთა შე,მადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა, ხაზეინ რუსტამოვმა, რომელმაც სამი გოლი გაიტანა.

Leave a Reply