
ლეგიონერები | ქართველებმა თავი სლოვაკეთში და გერმანიაში გამოიჩინეს
საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს. რამდენიმე ჩვენებურს ამ კვირაში თამაში არ ჩაუტარებია – მაკედონიის ჩემპიონატში თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“) ტრავმირებულია და დაახლოებით 10 დღე ვერ ითამაშებს, რუმინეთში კი ირაკლი კბილაშვილის („ტურდა“) გუნდის თამაში გადაიდო.
ვინც ითამაშა, მათი მონაგარი ასეთია.
საფრანგეთი
„ტრემბლი“ გასვლით მატჩში 25:29 დამარცხდა „მონპელიესთან“. სტუმართა რიგებში ერეკლე არსენაშვილს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია – ხუთ წუთში მან მხოლოდ ერთხელ სცადა გოლის გატანა, მაგრამ უშედეგოდ.
გერმანია
გერმანიის რანგით დაბალ დივიზიონში „ჰერმსდორფმა“, სადაც გიგა ზარნაძე თამაშობს, „ზაალფელდი“ გასვლით მატჩში დაძაბულ ბრძოლაში 31:30 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მოთამაშეს კარგი მატჩი ჰქონდა – გიგამ 6 გოლის გატანა მოახერხა.

პოლონეთი
„აზოტი“ საკუთარ მოედანზე 30:38 დამარცხდა „კვიძინთან“. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს 7 სეივი ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიამ კი ერთი გოლი გაიტანა.
სლოვაკეთი
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა „ჰლოჰოვეცმა“ კიდევ ერთი მატჩი მოიგო, ამაჯერად სტუმრად „ზაჰორაცი“ დაამარცხა – 30:27, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ხელბურთელებმაც შეიტანეს – გიგა მელიავამ ოთხი გოლი გაიტანა, გუგა უთმელიძემ – 3.
სარელეგაციო ჯგუფში „ჰლოჰოვეცს“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.
სერბეთი სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლასტიკამ“ სტუმრად „ობილიჩი“ 34:26 დაამარცხა – მირიან გავაშელიშვილმა ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.