ლეგიონერები/პოლონეთში ცინცაძე და გავაშელიშვილი დაუპირისპირდნენ, რუმინეთში მხოლოდ კბილაშვილმა ითამაშა

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“). არ უთამაშია „ექს ან პროვანსის“ მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძეს, „კონსტანტას“ ლეგიონერ ხაზეინ რუსტამოვს.

პოლონეთი

სუპერ ლიგის გადადებული 24-ე ტური ქართველი ლეგიონერების დაპირისპირებით იყო გამორჩეული. ზურაბ ცინცაძემ და მისმა „ლეგიონოვომ“ მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიას“ უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა წაგებით, 20-25 დასრულდა.

ერთი გოლი გაიტანა გავაშელიშვილმა, ცინცაძემ კი რომელმაც შვიდი ბურთი მოიგერია, პლუს ერთი გოლი გაიტანა და ერთიც შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

„ლეგიონოვოსთვის“ წარუმატებელი გამოდგა 25-ე ტურის შეხვედრაც. გასვლით მატჩში 28-38 დამარცხდა „კიელცესთან“. საქართველოს ნაკრების მეკარის მაჩვენებელი 8 მოგერიებაში აისახა.

ამავე ტურში ითამაშა მირიან გავაშელიშვილმაც. ქართველის გუნდმა „მელეცის სტალს“ უმასპინძლა და 22-27 დამარცხდა. გავაშელიშვილმა 2 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-18 ტურიც ქართული დერბით იპყრობდა ყურადღებას. ეგ არის, ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდასთან“ მასპინძლის რანგში მყოფი „კონსტანცას“ რიგებში არ უთამაშია ხაზეინ რუსტამოვს.

კბილაშვილის გუნდმა 31-27 მოიგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Leave a Reply