ლეგიონერები | ორჯონიკიძის ცხრა გოლის მიუხედავად,  ოჰრიდი მაინც დამარცხდა

მაკედონიის ჩემპიონატიის სუპერლიგაში „ოჰრიდმა“ გასვლითი მატჩი გამართა ერთ-ერთ ლიდერ „ალკალოიდთან“  და 26:29 დამარცხდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში სტუმრების შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 9 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც მაკედონიური პრესა იუწყება, მეორე ტაიმში ქართველმა ხელბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება მაკედონიელი ჟურნალისტები არაფერს იუწყებიან.

აქვე გეტყვით, რომ თეიმურაზ ორჯონიკიძემ ცოტა ხნის წინ „ოჰრიდთნ“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩება.

Leave a Reply