ლეგიონერები | ნიკოლოზ კალანდაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 3 გოლთან ერთად, 7 „ასისტიც“ მიითვალა

ევროპის ქვეყნების ჩემპიონატები დაიწყო და საქმეში ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვნენ. გასულ უქმეებზე რამდენიმე მათგანმა შედეგიანი მატჩები ჩაატარა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე მოედანს „პროვანს ექსის“ შემადგენლობაში დაუბრუნდა. მისმა გუნდმა სტუმრად 29:25 „დიჟონი“ დაამარცხა – კალანდაძემ 3 გოლი გაიტანა და 7 „ასისტი“ შეასრულა.

გერმანიის ჩემპიონატის მესამე ლიგაში „ლუბენაუმ“ სტუმრად „პრუსენს“ სძლია – „ლუბენაუს“ შემადგენლობაში ერთი გოლი აკაკი პატაშურის ანგარიშზეა.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდა“ მეორე ტურში ისვენებდა, პირველ ტურში კი „პოლიტექნიკასთან“, ირაკლი კბილაშვილის მიერ გატანილი 5 გოლის მიუხედავად, მაინც დამარცხდა.

ისლანდიის ჩემპიონატში „აკურერმა“ საკუთარ მოედანზე „ჰაუკართან“ 32:33 წააგო, მასპინძელთაგან 4 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, მაგრამ გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

Leave a Reply