ლეგიონერები | მირიან გავაშელიშვილი სერბეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია – ქართველი ხელბურთელი გადამწყვეტი მატჩის MVP გახდა

„მეტალოპლასტიკამ“, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი თამაშობს, სერბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის მატჩში „პანცევო“ დაამარცხა 31:27 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ქართველ ხელბურთელს ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მატჩის MVP-ის ჯილდოც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ეს გავაშელიშვილის ბოლო მატჩის იყო „მეტალოსპლასტიკაში“ – ქართველი ხელბურთელი ახალი სეზონიდან კარიერას პოლონეთის ჩემპიონატის კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს.

გერმანიის ბუნდესლიგაში 32-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გუმერსბახმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ცხოვრებაძემ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ერთი „ასისტი“ მიითვალა. „გუმერსბახმა“ დაძაბული მატჩში „ლაიპციგი“ ერთი ბურთით დაამარცხა – 32:31.

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „გუმერსბახი“ 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „ჩამბერთან“ 29:32 დამარცხდა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 50 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

Leave a Reply