ლეგიონერები | ვახტანგ ხარებაშვილმა ლიეტუვაში სადებიუტო გოლი გაიტანა

ევროპის მოედნებზე ეროვნული ჩემპიონატების მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართველმა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს თავის.

ლიეტუვის ჩემპიონატში პირველივე მატჩში გამიჩინა თავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელიც კლაიპედის „დრაგუნასში“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

„დრაგუნასმა“ ლიეტუვის ჩემპიონატში სტუმრად ითამაშა „ვილნიუსთნ“ და 37:27 დაამარცხა. სათამაშო დრო ვახტანგ ხარებაშვილსაც მიეცა და ახალგაზრდა ქართველმა ხელბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლმა“ გასვლით მატჩში დაამარცხა „სენტ რაფაელი“ 36:30 დაამარცხა – ერეკლე არსენაშვილმა ორი გოლი გაიტანა.

ისლანდიის ჩემპიონატში ასევე გასვლითი მატჩი მოიგო გიორგი დიხამინჯიას „აკურერმა“, რომელმაც „კოპავოგური“ 31:27 დაამარცხა, ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგია დიხამინჯიასაც მიუძღვის, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 4 მატჩში 13 გოლი დაუგროვდა.

Leave a Reply