ლეგიონერები/გიორგი ცხოვრებაძე და „ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავაც უქულოა

ჩემპიონთა ლიგაზე კვლავაც უშედეგო დღე ჰქონდა „ზაგრებს“. ხორვატებმა ჯგუფური ეტაპის მე-6 წრეში სეგედის „პიკს“ უმასპინძლეს, მაგრამ საკუთარ კედლებში წარმატებას ვერ მიაღწიეს და 23-28 დამარცხდნენ.

ხორვატთა დამრიგებელმა ველიმირ პეტკოვიჩმა ზაგრების ქართველი ლეგიონერი, გიორგი ცხოვრებაძე მეორე ტაიმში დატვირთა. პრესტიჟული გათამაშების ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ უნგრელებს სამი ბურთი გაუტანა და ამდენივე ასისტი შეასრულა.

ერთადერთი ვისაც B  ჯგუფში ქულა არ მოუპოვებია, ეს „ზაგრებია“, A ჯგუფში კი ასეთი ბუქარესტის „დინამოა“.

12 ნოემბერს, ხორვატებს „მაგდებურგთან“ გასვლითი მატჩი აქვთ, იქამდე კი ორ შეხვედრას ხორვატიის პრემიერლიგაში ჩაატარებენ.

Leave a Reply