
ლეგიონერები/გიორგი ცხოვრებაძემ ცხრა ბურთი გაიტანა, ნიკოლოზ კალანდაძემ 12 ასისტი მიითვალა
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.
ხორვატია
„პარი სენ ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგაზე სათადარიგო სკამზე ჯდომის შემდეგ, გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის პრემიერლიგის მატჩში დატვირთეს. „ზაგრებმა“ „ვარაჟდინს“ უმასპინძლა და 40-27 მოუგო. ზაგრებელთა რიგებში საუკეთესო იყო ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს ცხრა ბურთი გაუტანა და პლუს ოთხი ასისტიც ჩაიწერა.

საფრანგეთი
საფრანგეთის სტარ ლიგაში კარგი მატჩი ჩაატარა პროვანს-ექსმა და მისმა ქართველმა ლეგიონერმა ნიკოლოზ კალანდაძემ. „შამბერისთან“ შეხვედრაში, რომელიც 32-32 დასრულდა, კალანდაძემ 5 ბურთი გაიტანა, 12 (!) ასისტი მიითვალა და პროვანს-ექსის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
„ლიმოჟთან“ გასვლით შეხვედრაში 34-38 დამარცხდა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლე“. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ოთხი ბურთი გაიტანა და სტარ ლიგის მიმდინარე სეზონში მისთვის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
რუმინეთი
შედეგიანი თამაში ჰქონდა ხაზეინ რუსტამოვს. რუმინეთის ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ტიმიშოარას“ ოთხი ბურთი გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი 27-31 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა გაირთულა. 11-გუნდა ჩემპიონატში „კონსტანტა“ 3 ქულით მე-9 ადგილზეა.
„კონსტანტას“ არც ევროპის თასზე გაუმართლა. ათი ბურთის სხვაობით დამარცხდა პრაღის „დუკლასთან“ (27-37). ამ შემთხვევაში რუსტამოვის აქტივში ერთი გატანილი ბურთია.
რუმინეთის ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ითამაშა ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ“. ტურდელებმა გასვლით შეხვედრაში 33-23 მოუგო „სიგიშოარას“. ქართველის ანგარიშზე სამი გოლი და ორი ასისტია.
ისლანდია
ისლანდიის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრა ჩაატარა გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა“. გასვლით შეხვედრაში ისლანდიის მოქმედ ჩემპიონ, „ფრამს“ოთხი ბურთის სხვაობით – 32-28 მოუგო. დიხამინჯიას ანგარიშზე ერთი გატანილი ბურთია.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგაში დავით გრიშიკაშვილი „ბუტელე სკოპიემ“ „ტინექს პროლეტს“ უმასპინძლა და ფრეზე – 22-22 გაეყარა. კვალავაც უშედეგოდ დაასრულა შეხვედრა ქართველმა ლეგიონერმა.
პოლონეთი
ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვო“ პოლონეთის სუპერლიგის მატჩში „პიოტრკოვიანინს“ ეწვია და 33-30 გაიმარჯვა. საქართველოს მეკარის ანგარიშზე 8 სეივია.
ცინცაძის გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-9 ადგილზეა.