
ლეგიონერებისიახლეები
ლეგიონერები | გიორგი დიხამინჯიას 12 გოლი პოლონეთში, ცხოვრებაძის ჰეთთრიკი ბუნდესლიგაში
პოლონეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაში ბოლოსწინა ტურში „აზოტმა“ გასვლით მატჩში 36:40 წააგო „კვიძინთან“.
ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი დიხამინჯია იყო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს კი შედარებით ცოტა სათამაშო დროში სამი „სეივი“ ჰქონდა.
„აზოტი“ ბოლო ტურის მატჩს 26 მაისს გამართავს, მათ 37 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 15 ქულით უსწრებენ.
გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“ გასვლითი მატჩი 34:32 მოიგო „რაინ-ნეკართან“, რაშიც თავისი წვლილი გიორგი ცხოვრებაძემაც შეიტანა – საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა და ერთი ასისტიც მიითვალა.
ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „გუმერსბახი“ 34 ქულით მე-9 ადგილზეა.