ლეგიონერები | გიორგი დიხამინჯიამ პოლონეთში 10 გოლი გაიტანა

ქართველმა ლეგიონერებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს.

პოლონეთი

პოლონეთში „აზოტი“ გასვლით მატჩში „ოსტროვოსთან“ 33:36 დამარცხდა. „აზოტის“ შემადგენლობაში ქართველ ხელბურთელებს შედეგიანი მატჩი ჰქონდათ – გიორგი დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ზურაბ ცინცაძეს კი 8 „სეივი“ ჰქონდა.

საფრანგეთი

საფრანგეთში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლმა“ „ლიმიგოსთან“ დაძაბულ შეხვედრაში 25:27 წააგო, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 2 გოლი გაიტანა.

რუმინეთი

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ – „კონსტანტა“ 34:31 დაამარცხა – ირაკლი კბილაშვილმა 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

სერბეთი

„მეტალიპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „რადნიჩკის“ იოლად სძლია – 39:26, მასპინძელთა შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა ითამაშა და 2 ასისტი მიითვალა.

ბოსნია

„სლობოდამ“, სადაც ხაზეინ რუსტამოვი თამაშობს, ბოსნიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპივა – ტუზლას გუნდმა „გორაჟდე“ 27:25 დაამარცხა. მართალია, რუსტამოვს ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მისი გუნდი ამ გამარჯვებით ჩემპიონატში ლიდერობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მომდევნო ტურში „სლობოდა“ სტუმრად „სარაევოს“ შეხვდება.

Leave a Reply