ლეგიონერები/გავაშელიშვილის და კბილაშვილის გუნდები ევროპა ლიგაზე დამარცხდნენ

ევროპა ლიგაზე მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის წარუმატებელი გამოდგა ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრები.

მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვია“ გერმანულ “კილთან” 21-34 დამარცხდა და 2 ქულით B ჯგუფში მესამე ადგილზე დაქვეითდა. სათამაშო წუთები ჰქონდა გავაშელიშვილს, მაგრამ სამწუხაროდ, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

„სენ-რაფაელთან“ გასვლით შეხვედრაში 42-24 წააგო ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ“.

რუმინელთა ქართველს გოლი არ გაუტანია, მაგრამ შვიდი ასისტით გამოიჩინა თავი.

„პოტაისა“ A ჯგუფში ორი წაგებით ბოლო საფეხურზეა.

Leave a Reply