კონსტანცა ბოლო წუთებზე დამარცხდა
EHF თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა 25-29 დამარცხდა დანიაში, ჰოლსტებროსთან, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 24-21 იგებდა.
რუმინული კლუბი მეორე ნახევრის დასაწყისში 12-16 ჩამორჩა, მაგრამ სწრაფი სპურტი მოაწყო და წინ გავიდა, 18-17, შემდეგ კი უპირატესობა 2-3 გოლამდე გაზარდა. თამაში ბედი გადაწყვიტა ბოლო რვაწუთიანმა მონაკვეთმა, რომელიც ჰოლსტებრომ 8-1 მოიგო.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო და ჯამში 40 წუთი ითამაშა. შეტევაში მისი ოთხი დარტყმიდან მიზანს მხოლოდ ერთმა უწია, მაგრამ ჩიქოვანი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დაცვაში, სადაც ცენტრში იდგა – სწორედ კონსტანცას კარგი დაცვის წყალობა იყო რომ მე-40 წუთისთვის მეკარე მიტრევსკის დარტყმების 45 პროცენტი ჰქონდა მოგერიებული.
თამაშის ბოლოსკენ დანიური გუნდი რეგულარულად ცვლიდა მეკარეს და 7 ხელბურთელით უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. დასრულებამდე წუთნახევრით ადრე კონსტანცა 25-27 აგებდა და უტევდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და კიდევ 2 გოლი გაუშვა.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში პორტუმ დაამარცხა ესპანეთის კუენკა, 37-26. მეორე ტურში, 16 თებერვალს, კონსტანცა პორტუს უმასპინძლებს.
ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი
(პლეიოფში გადის 4 გამარვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი)
C ჯგუფი: პორტუ (პორ), ჰოლსტებრო (დან), კუენკა (ესპ), კონსტანცა (რუმ)
ჰოლსტებრო (დან)-კონსტანცა (რუმ) 29-25
ჰოლ: გადე, ფრანდსენი – ბრამინგი 8, ოსტლუნდი 5, კილდელუნდი 4, სმიტსი 4, ნილსენი 3, სვავარსონი 2, ბალინგი 1, კარლსონი 1, პორუპი 1, იუსტესენი, ლინდჰოლტი, მორტენსენი
კონ: მიტრევსკი, მარკოვსკი – ჩერნოგლავაცი 4, მალინოვიჩი 4, ვუიოვიჩი 4, კევიჩი 3, მოკანუ 3, ნისტორი 3, ნიკოლიჩი 2, ჩიქოვანი 1, ბურიჩეა 1, ჩოგი, იანკუ, მლადენოვიჩი, შუშანუ, ტომა
პორტუ (პორ) – კუენკა (ესპ) 37-26
16 თებ: კონსტანცა-პორტუ, 25 თებ: კონსტანცა-კუენკა, 3 მარ: კუენკა-კონსტანცა,
23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ), ლოგრონიო (ესპ), სენ-რაფაელი (საფ), ბალატონფურედი (უნგ)
ლოგრონიო – ბალატონფურედი, ფუხსე – სან რაფაელი
B ჯგუფი: ჰანოვერი (გერ), ტატაბანია (უნგ), რაბოტნიკი (მკდ), ნექსე (ხორ)
ტატაბანია – ნექსე 27-28, ჰანოვერი – რაბოტნიკი 24-21
D ჯგუფი: გრანოლერსი (ესპ), აზოტი-პულავი (პოლ), კილი (გერ), GOG(დანია)
აზოტი-პულავი – GOG 28-31, გრანოლერსი – კილი