კლუბების ნაკრები ბაქოში გაემგზავრა
ხელბურთის ეროვნული ნაკრები იწყებს მზადებას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს და რომელიც ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირიცაა. მზადების პირველი ეტაპია პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ტურნირი ბაქოში, 8-10 მაისს, სადაც საქართველოს კლუბების ნაკრები გაემგზავრა.
კლუბების ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ხელბურთელებით, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან. პრეზიდენტ ალიევის თასზე 4 გუნდი თამაშობს: აზერბაიჯანის ორი ნაკრები, ერაყის ეროვნული გუნდი და საქართველოს კლუბების ნაკრები.
ნაკრებს ბაქოში უხელმძღვანელებენ ბექა ორჯონიკიძე და მერაბ მეტრეველი. აზერბაიჯანში გაემგზავრა 14 ხელბურთელი, რომლებიც წარმოადგენენ 6 ქართულ კლუბს. მაისის ბოლოს ნაკრებს შეუერთდებიან ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები და გუნდი დაიწყებს მზადებას ერთა ჩემპიონატისთვის.
ალიევის თასზე იმსაჯებს ქართველ არბიტრთა წყვილიც: ნიკოლოზ და თამაზ კევლიშვილები, რომლებიც ახლახან ჩაერთვნენ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ახალგაზრდა მსაჯთა პროგრამაში.
საქართველოს კლუბების ნაკრები აზერბაიჯანში
პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასი. ბაქო, აბუ არენა, 8-10 მაისი
GK: ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ თელავი), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)
უკანა ხაზი: დავით ყორიაული (1998, იმედი-სტუ თელავი), გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი-სტუ თელავი), რატი გვაზავა (1998, პეგასი)
LW: ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი) ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)
RW: გიორგი ახალბედაშვილი (1997, გორი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)
P: მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), ერეკლე არსენაშვილი (1998)
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, ბექა ორჯონიკიძე; ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი